ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პარასკევის სავარჯიშო სესია ხუთშაბათს შუა დღეს გამართა, რადგანაც დღეს დილას მადრიდში სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.
ესპანეთის პროკურატურამ მოურინიოს წინააღმდეგ იანვარში საქმე აღძრა გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით.
მოურინიოს 2.9 მილიონი ფუნტის გადაუხდელობას ედავებიან, რასაც პორტუგალიელის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.
ჟოზე მადრიდის სასამართლოში დილის 10 საათზე უნდა გამოცხადებულიყო და ამის შემდეგ დაბრუნდება მანჩესტერში, რათა "ჩელსისთან" მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშს გადახედოს.
"უბრალოდ ჩვეულებრივი სავარჯიშო დრო შეიცვალა, რადგან ვარჯიშზე დასწრება მინდოდა და დილას აქ ვერ ვიქნები, ასე რომ, დრო უნდა შემეცვალა, მხოლოდ ეს იყო", - განაცხადა მოურინიომ.