თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 15:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1841,
კომენტარები: 10
მოურინიო: "არჩევანს მე ვაკეთებ"
ჟოზე პენალტისტების შესახებ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "ბენფიკასთან" მატჩში დანიშნული მეორე პენალტის დარტყმის უფლების დეილი ბლინდისთვის მიცემა მისი გადაწყვეტილება იყო.

ენტონი მარსიალმა შეხვედრაში დანიშნული პირველი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ 78-ე წუთზე იგი მოედანზე უკვე აღარ იმყოფებოდა, ვინაიდან მარკუს რეშფორდმა შეცვალა.

ამიტომ ნიშნულთა გუნდის ბომბარდირი, რომელუ ლუკაკუ მივიდა, მაგრამ ჯერ ერერამ, მერე კი ბლინდმა მას დარტყმის საშუალება არ მისცეს.

მწვრთნელმა ამის შესახებ განაცხადა: "მე იმისთვის მიხდიან, რომ გადაწყვეტილება მივიღო - კარგი ან ცუდი - და პირველ ტაიმში ცუდი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ჩემ მიერ არჩეულმა მოთამაშემ პენალტი ვერ გაიტანა. მეორე ტაიმში მორიგი გადაწყვეტილება მივიღე და დრამას ვერ ვხედავ, რადგან დრამა არც იყო.

ამ მატჩის პენალტისტი მარსიალი იყო, პირველ ტაიმში ნიშნულთან სწორედ ის მივიდა და ვერ გაიტანა. მეორე პენალტის დროს კი მოედანზე არ იყო, რის გამოც მე მივიღე გადაწყვეტილება.

რომელუს იმიტომ სურდა დარტყმა, რომ მის პიროვნებაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც შედის - ასევეა ერერაც. მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვარჯიშზე ბლინდის მიერ ნაჩვენებზე. ფეხბურთელებმა პატივი სცეს ჩემს გადაწყვეტილებას და ეს არის ამბის დასასრული."


ამ გოლით ბლინდი მე-11 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში "წითლების" რიგებში გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსისა" და "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩატარებულ 24 მატჩში კი მან ერთადერთი გოლი სწორედ სამშაბათს გაიტანა. საერთო ჯამში დეილის "იუნაიტედში" ექვსი გოლი აქვს გატანილი.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
3 ნოემბერი 2017 15:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მაინც რა აუღებელი დაურტყა :დ პენალტის დარტყმა პოგბას გარდა ვინმემ იცის გუნდში ? :დ ეგეც კაი მაზილაა მარა მაინც
0
№2
ავტორი: gaga1987
3 ნოემბერი 2017 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
11მეტრიანის დამრტყმელი არგვყავს.ქეთინოს იმედზე ჩემი მტერი იყოს.
0
№3
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 15:17
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
რეშფორდს უნდა მიეცეს შანსი
0
№4
ავტორი: IBRA-KADABRA
3 ნოემბერი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ჩემი აზრით ერერა უნდა იყოს penaltisti
0
№5
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Vis ar gaumazia araushavs magram mainc marso sheasrulebs xolme savaraudod ❤️
0
№6
ავტორი: PaLoMo
3 ნოემბერი 2017 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
pogba unda aseulebdes penlebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2017 16:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარსიალი კარგად ასრულებს ხოლმე, რატომღაც გააფუჭა მარა ეს ყველას მოსდის
0
№8
ავტორი: gache1991
3 ნოემბერი 2017 17:39
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Arada ereram mshvenivrad daurtya arsenali iyo tu evertoni agar maxsovs bolos ro daartya..mshvenivrad daartya blindma:)) bevri minaxavs kutxeshic da dalieradac dartymuli ro ar gasula.ase rom goli Roca gadis eseigi kargad daartya
0
№9
ავტორი: kobinio
4 ნოემბერი 2017 00:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svanski
რეშფორდს უნდა მიეცეს შანსი

ხო ისე ეგეც კარგად უბრახუნებს
0
№10
ავტორი: Phil Jones
4 ნოემბერი 2017 12:44
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: gaga1987
11მეტრიანის დამრტყმელი არგვყავს.ქეთინოს იმედზე ჩემი მტერი იყოს.

ქეთინო :))))))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top