თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1914,
კომენტარები: 8
მოურინიო მატჩის წინ
ჟოზემ "რეალისა" და "ლივერპულის" მაგალითზე თავისი ფეხბურთელები შეაქო.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ მისი ფეხბურთელები ბოლო დროს ყველა ტურნირზე ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე ქებას იმსახურებენ.

"წითლები" 10 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებენ, 4 ტურის შემდეგ კი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ლიდერობენ 100%-ანი მაჩვენებლით და ქარაბაო თასის მეხუთე რაუნდში იმყოფებიან. "იუნაიტედმა" ჯამში 38 გოლი გაიტანა, რაც 14-ით მეტია, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე ნაჩვენები შედეგი.

"ჩელსისთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოურინიოს ჰკითხა, თუ შეიძლება მოხდეს ისე, რომ კარგი შედეგი ვიღაცისთვის საკმარისად კარგი არ იყოს?

"არ მინდა კომენტარის გაკეთება. რადგან თუ კომენტარს გავაკეთებ, მომიწევს იმ საქმის კეთება, რაც ჩემი საქმე არ არის. ხანდახან ვგრძნობ, რომ უნდა გავაკეთო და უმჯობესია კიდეც, რომ გავაკეთო, მაგრამ ზოგჯერ ვმშვიდდები და მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუკი არაფერს ვიტყვი.

ვიცი, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო ანალიზების სხვადასხვა ხერხი არსებობს. სხვა კლუბების მსგავსი თამაშები მაგია იქნებოდა, ბრწყინვალე ტაქტიკის მაგალითი, ფეხბურთელთა საოცარი მიდგომა. ზოგიერთი გუნდისთვის კი ასეთივე თამაშები კონსერვატიულობა, ნეგატიურობა და კიდევ ბევრი რამ იქნებოდა.

მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ - მაგალითისთვის - "ტოტენჰემმა" "ლივერპული" 4-1 დაამარცა, მადრიდის "რეალი" - 3-1, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გოლიც კი არ გაუტანია, ამიტომ ჩემი ფეხბურთელები შექებას იმსახურებენ."


რა თქმა უნდა, მოურინიოს ყოველთვის დააკავშირებენ "ჩელსისთან", რადგან იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მაგრამ ჟოზემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" მისი დაბრუნდება სულაც არ არის მიზეზი, რის გამოც პრემიერ ლიგის ეს მატჩი ასეთი მნიშვნელოვანია.

"ეს არ არის დიდი მოვლენა. ეს ნორმალურია, ეს ფეხბურთია, პროფესიონალიზმია, ეს საფეხბურთო ცხოვრებაა. ერთი დღე ერთ კლუბში ხარ, მეორე დღე - მეორეში. დიდი მოვლენაა იმის გამო, რომ დიდი მატჩია, რადგან დიდი მეტოქეა, ისინი ჩემპიონები არიან და ამის გამო ქვეყნის დიდი გუნდების დაპირისპირებაა, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით უბრალოდ მორიგი შეხვედრაა.

იქ "ინტერით" და ორჯერ "მანჩესტერ იუნაიტედით" ვითამაშე. უნდა აღვნიშნო, რომ ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ბოლოს მაინც გამარჯვება მსურს, როგორც "ინტერით" მსურდა და მათაც სურთ გამარჯვება, როგორც გასულ სეზონში.

ეს უბრალოდ მორიგი მატჩია, რამდენიმე წელიწადში სრულიად ბუნებრივი მოვლენა იქნება და 4 ან 5 წელიწადში აღარავის ემახსოვრება, რომ "ჩელსის" მწვრთნელი ვიყავი და ესეც სრულიად ნორმალური იქნება. ასეთი ამბავი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რამდენიმე წლის წინ წამოვედი, თუმცა დიდი მატჩია - არა ამის გამო. დიდი მატჩია იმიტომ, რომ ისინი ჩემპიონები არიან, ჩვენ კი - "მანჩესტერ იუნაიტედი". სულ ეს არის."
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
3 ნოემბერი 2017 12:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამ მატჩში ნორმალურ თამაშს ველი და არა ისეთს, როგორიც ლივერპულთან იყო. შეიძლება ანგარიში დიდი არ იყოს, მაგრამ თამაშის ხარისხი იყოს მაღალი დონის. აი, ასეთი გამარჯვება მსურს და ჩელსის გულშემატკივრების დადუმება, რომლებიც ბევრ ლაპარაკობენ.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2017 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Lady in red
ამ მატჩში ნორმალურ თამაშს ველი და არა ისეთს, როგორიც ლივერპულთან იყო. შეიძლება ანგარიში დიდი არ იყოს, მაგრამ თამაშის ხარისხი იყოს მაღალი დონის. აი, ასეთი გამარჯვება მსურს და ჩელსის გულშემატკივრების დადუმება, რომლებიც ბევრ ლაპარაკობენ.


რთული წარმოსადგენია რო განსხვავებული ტაქტიკით ითამაშოს, ზოგადი სურათი იგივე იქნება, რაც ლივერპულთან იყო, რატომღაც ასე მგონია. დაცვიდან ითამაშებს. იმედია შევცდები და სხვანაირ თამაშს ვიხილავთ, მაგრამ თუ მოიგეს კიდე არაუშავს ,,ავტობუსს"
0
№3
ავტორი: giorgi_mg
3 ნოემბერი 2017 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
თითქოს მეც მგონია რომ უკეთესი თამაში უნდა იყოს ვიდრე ლივერპულთან, მაგრამ ეს არამგონია ამ სასტავით იყოს შესაძლებელი, იმის იმედი მაქვს რომ პოლი დაბრუნდება და უკეთეს ხარისხს მივიღებთ.
0
№4
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 15:16
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ჩელსი რა ფორმაშიც არის ყველა ვხედავთ ასე რომ ყველაფერი ნათქვამია
0
№5
ავტორი: gaga1987
3 ნოემბერი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
3 ქულა წამოვიღოთ და კიდევ ერთ თამაშს ავიტან "ავტობუსს".აი პოგბა და იბრა და სხვები რომ დაბრუნდებიან აღარ გვინდა ავტობუსი :))))))))))))))
0
№6
ავტორი: IBRA-KADABRA
3 ნოემბერი 2017 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ჩელსი არის საშინელ ფორმაშI ვილიანი პედრო რას ტამაშობს კაცმა არ იცის ფაბრეგასის თამაში უბრალოდ საზიზღრობაა აზარმა მაინც ვერ აკრიფა ფრომა მორატს ამოვარდნილია მაგრამ მაინ არ იქნბა მარტივი ჩელსისთან თამაშI
0
№7
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Midi Ra joze wamovigot mag lurjebidan 3 qula
0
№8
ავტორი: stepno
3 ნოემბერი 2017 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დაცვიდან ვითამაშებთ სავარაუდოდ ისევ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top