თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 09:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2738,
კომენტარები: 7
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ხელმისაწვდომ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოიცდის, სანამ "ჩელსისთან" მატჩისთვის თავის გეგმებს დააწყობს.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მომდევნო ორ დღეში არსებობს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელის დაბრუნების შანსი, ასეთი კი მაიკლ კერიკი, მარუან ფელაინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და მარკოს როხო არიან.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში წელი დაიზიანა ჯესი ლინგარდმა. ნახევარმცველს, რომელმაც 2016 წელს "ლურჯების" წინააღმდეგ გასვლაზე ფრედ ნათამაშებ შეხვედრაში გაიტანა გოლი, მოედანზე გასვლის იმედი ექნება.

"ცოტა უნდა მოვიცადო," უპასუხა მწვრთნელმა, როცა 6 ტრავმირებული ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს. "ჩვეულებრივ, პრესკონფერენციას პარასკევს ვმართავთ, ამიტომ მთელი პარასკევი და შაბათი დღე წინაა. ძალიან ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ მოტყუება არ მინდა. არ მინდა, დაწეროთ, რომ მოგატყუეთ, თუკი გეტყვით, რომ არავის გამოჯანმრთელების შანსი არ არის - ასე რომ, ვამჯობინებ გითხრათ, ორ დღეში დავადასტურებ ჩემს მოლოდინს."

"ჩელსის" რიგებში შეიძლება დაბრუნდეს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ნ'გოლო კანტე, რომელსაც 2 გოლი აქვს გატანილი "იუნაიტედის" წინააღმდეგ. თუმცა, "ლურჯებს" ვიქტორ მოზესი დააკლდებათ.

"იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ეგიდით "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო დროს ძალიან ცუდი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ მოურინიოს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ პოზიტიური განწყობით გავლენ.

"დიდი მოვლენაა, რადგან დიდი მატჩი და დიდი მეტოქეა. ისინი ჩემპიონები არიან და ამის გამო ქვეყნის დიდი გუნდების მატჩები შედგება. მაგრამ ემოციური კუთხით უბრალოდ მორიგი შეხვედრაა."
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
3 ნოემბერი 2017 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება, არანაირი დანდობა... პირველ რიგში დე ხეა კურტუას წინააღმდეგ... აქ აღარ გავა შარშანდელივით ბევრი გოლი... ლუკაკუმ უნდა აჩვენოს დიდ მატჩში გოლის გატანა თუ შეუძლია... ფლანგები უკეთესი აქვთ ეს აშკარაა, რათქმაუნდა ტაქტიკა ჟოზეს გენიოსობა. თამაშის მოკვლა კონტრშეტევა..კონტროლი და არანაირად ჩაძირული მეორე და მეათე ნომრად თამაში.. ფიზმომზადებით ჯობია იუნაიტედი და ეს უნდა გამოვიყენოთ...აი რატოა საჭირო ეხლა ფელაინი იბრა პოგბა.. მაღალი ბურთით სტანდარტით ჩაწოდებით უფრო მარტივია ჩელსის გატეხვა... დანაკლისით გავდივართ ლონდონში ეს აშკარაა, მაგრააააააამ.... ჟოზეეეეეე და ისევ ჟოზეეეეეეეეეეეე და რათქმაუნდა ბიჭების მაქსიმულარად დახარჯვა ამ თამაშში, რათა სიტი ძალიან ძალან გაიქცევა... მარსიალმაც აქ უნდა აჩვენოს შედევრი და ასევე მარკუსმაც ისევე როგორც ლუკაკუმ უნდა ეცადოს დაიჭიროს ბურთი და დაარტყას სწორად კარისკენ. 4-2-3-1 და წინათგრძნობა სიურპრიზის.. იქნება და ვიხილოთ პოგბაც :))) და ასევე ,,ცხოველიც,, რომელიც სიგიჟემდე ელოდება თამაშს.!
1
№2
ავტორი: giorgi_mg
3 ნოემბერი 2017 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რაღაც დიდისთვის ემზადება მოუ :) იბრა და პოგბა რომ გააძროს ერთად ღადაობა მერე ნახეთ. თქვენი არ ვიცი და მგონია რომ მოვიგებთ ამ თამაშს...
0
№3
ავტორი: stepno
3 ნოემბერი 2017 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
pogba da ibra ganacxadshi ro vnaxo chemtvis ukve mogebuli ikneba tamashi. droooo arasworad weriaa saitzeee da ricxvic da gaasworet 5 shia tamashi da 4 noemberi da 19:00 ra shuashiaa???
0
№4
ავტორი: JuanMata
3 ნოემბერი 2017 11:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩელსის დაცვა ლივერპულისას ემსგავსება ნელ-ნელა, იმედია რუდიგერი იქნება ძირითადში wink
რომასთან რაც ითამაშეს, მაგ გუნდთან მოგება შეგვიძლია თავისუფლად, აზარი უნდა გავაჩეროთ, მთავარი ძალა ეგაა.

ლუკაკუმ მინდა რომ გაიტანოს ამ თამაშში. იმედია პოგბა, ან ფელაინი მაინც დაბრუნდება.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2017 12:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მაინც არ მგონია მარტივი თამაში, წაგებული თამაშის მერე მოგებას ეცდება ჩელსი, თან გასვლაზეა მატჩი
0
№6
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 15:15
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
მორიგი 3 ქულა
0
№7
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2017 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Midi Ra joze unda movigot Uechveli
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top