ეშლი იანგის მიმდინარე შესანიშნავი ფორმა ყურადღების მიღმა არ დარჩენია გარეთ საუთგეითს, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში გამოიძახა.
იანგს "სამ ლომთა" რიგებში 2013 წლის 10 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ არასდროს ჩაუქნევია ხელი თავისი ოცნების ახდენაზე.
საუთგეითმა იანგის შესახებ განაცხადა: "მისი თამაში ამას იმსახურებს. ვინ-ბექებით თამაშს ვაპირებთ. "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში კი ძალიან კარგად ასპარეზობს. ძირითადად უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვიყენებთ, მაგრამ ასაკოვანიც თუ კარგად თამაშობს, ისინიც უნდა გამოვიყენოთ.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა მწვრთნელი ათამაშებდა და ეს მის შესახებ კარგად მეტყველებს".
ფილ ჯონსი, ჯესი ლინგარდი და მარკუს რეშფორდი ასევე დასახელდნენ გერმანიისა და ბრაზილიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩების განაცხადში.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელს კრის სმოლინგის შესახებაც ჰკითხეს: "მას უდიდეს პატივს ვცემ. ვიცი, კრისს რისი გაკეთებაც შეუძლია. მაგრამ ახლა ახალგაზრდა მცველებზე დაკვირვების შანსს ვიყენებ".
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.