თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2013, 15:27
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2012,
კომენტარები: 13
მეცხრამეტედ "იუნაიტედი" (ნაწილი მესამე)
მეცხრამეტედ "იუნაიტედი" (ნაწილი მესამე)
მეცხრამეტედ
მეორე დილით რვა საათზე გამაღვიძა დედაჩემმა. როგორც ყოველთვის, დავიწყე მზადება სკოლაში წასასვლელად. ვაი-ვაგლახით წამოვდექი ლოგინიდან, შევედი სააბაზანოში, დავიბანე ხელ-პირი და გამოვიხეხე კბილები, შემდეგ ჩაცმას შევუდექი. ტანსაცმლის მორგება, რომ დავასრულე სამზარეულოში წავედი, სადაც გამზადებული ცხელი ჩაი და ტოსტერში გაკეთებული სენდვიჩი მელოდა. ჭამა, რომ დავასრულე , სკოლის ჩანთა ავიღე და სადარბაზოში გავედი. გარეთ მამაჩემი მელოდებოდა მანქანით, რომელსაც სკოლაში უნდა მივეყვანე. სკოლამდე დაახლოებით ოცი წუთის გზა გვქონდა გასავლელი, ამიტომ რა საკვირველია, ამ შემთხვევითაც ვისარგებლე.

- მამა, სკოლიდან რომ დავრბუნდები, სახლში დამხვდები?
- არ ვიცი შვილო, რატომ მეკითხები?
- შენ რა, დაგავიწყდა?! „მანჩესტერის“ ისტორია გაქვს ჩემთვის მოსაყოლი.
- რა საკვირველია, მახსოვს, შვილო.. აუცილებლად მოგიყვები, ოღონდ ჯერ გაკვეთილები უნდა ისწავლო.
- მიყვარხარ, მამა.

აღარ მახსოვს როგორ ჩაიარა იმ დღემ სკოლაში, მაგრამ მახსოვს ის, რაც მოხდა სკოლის შემდეგ...

სახლში, რომ დავბრუნდი, მამაჩემი შინ დამხვდა. როგორც ხდება ხოლმე, ჯერ ვისადილე, მერე გაკვეთილები ვიმეცადინე და როცა ყველა საქმე უკან მოვიტოვე, მამაჩემს მივაკითხე თავის სამუშაო ოთახში. ხელში წიგნი მეჭირა. წიგნი, რომელიც სავსე იყო ფოტოებით და ამ ფოტოებს მიღმა არსებული მდიდარი ისტორიით. მამამ თავისკენ მიხმო, მაგიდასთან მიდგმულ თავისუფალ სავარძელზე თითით მანიშნა, დაჯექიო. წიგნი გამომართვა, გადაშალა, ერთი-ორჯერ ჩაახველა და თხრობა დაიწყო.

- გუშინ ძალიან საინტერესო ადგილზე შევჩერდით. 1908 წელი... დიდებული წელი იყო შვილო... პირველ ჩემპიონობას მოყვა სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. დაარსების შემდეგ გუნდს მუდმივად აწუხებდა სტადიონის პრობლემა და თითქმის მესამედი საუკუნის შემდეგ, 1909 წელს ეს საკითხი მოგვარდა: ჯონ ჰენრი დევისმა 60 ათასი გირვანქა გამოყო, ამ თანხით კი კლუბმა მანჩესტერის მახლობლად ტრაფორდ პარკის ნაწილი შეიძინა და სარბიელის მშენებლობა დაიწყო. 1910 წლის 19 თებერვალს ახალი სარბიელის პრეზენტაცია მოეწყო: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. კლუბმა მეტსახელი - "ალისფერი ეშმაკუნები" - სწორედ ახალ სტადიონზე გადასვლის შემდეგ მიიღო. ამ თიკუნით ტრაფორდის პარკში მოთამაშე მანჩესტერის რაგბის გუნდი სარგებლობდა... 1910-11 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" მეორედ ავიდა ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ოლიმპზე, იმ პირველობის ფავორიტად ბირმინგემის "ასტონ ვილა" ითვლებოდა, თუმცა ბოლო ტურის შემდეგ ოლდტრაფორდელები პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ: ბირმინგემელები ცხრილის შუაში მყოფ "ლივერპულთან" 1:3 დამარცხდნენ, "ალისფერმა ეშმაკუნებმა" კი "სანდერლენდთან" 5:1 იმარჯვეს. ცხადია, ვერავინ იფიქრებდა, რომ 1952 წლამდე ეს იქნებოდა "იუნაიტედის" ბოლო გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატში...ხანგრძლივი კრიზისი მომდევნო სეზონში დაიწყო: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატში მე-13 ადგილზე გავიდა, მერე კი შედეგები გაუარესდა - 1921022 წლებში გუნდმა 22 ადგილი დაიკავა და კვლავ მეორე დივიზიონში დაქვეითდა, სადაც 3 სეზონი გაატარა..1925 წლის გაზაფხულზე ელიტაში დაბრუნებული გუნდი 1930-31 წლების სეზონში კვლავ შერცხვა: უკანასკნელი, 22-ე ადგილი და კვლავ დაქვეითდა - ამჯერად 5 წლით. ერთი წელი ელიტაში და ისევ მეორე დივიზიონი...1938-39 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატს მე-14 ადგილზე ასრულებს - მეორე მსოფლიო ომის გამო ნისლიან ალბიონზე საფეხბურთო ასპარეზობა მთელი შვიდი წლით შეწყდა.. ეს შვიდი წელი, ჩემო ბიჭო, „მანჩესტერის“ აღზევების დასაბამი გახდა...
- რა საინტერესოა, ღმერთო ჩემო. მამა, გთხოვ განაგრძე, მინდა უფრო მეტი მომიყვე. გთხოვ, მამა..
- 1945 წელი. ეს თარიღი დაიმახსოვრე შვილო. „იუნაიტედის“ ისტორიაში 1945 წელი ოქროს ასოებით არის შესული...

ამ სიტყვების წარმოთქმისას, მამა სავარძელში გემრიელად მოკალათდა, ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, წიგნი მომაწოდა და მითხრა ჩაიხედეო... თვალები გადაშლილ გვერდს მივაპყარი, სადაც გამოსახული იყო ხანში შესული მამაკაცი, ელეგენტურ შარვალ-კოსტუმში ჩაცმული, რომელსაც ხელში თუთუნი ეჭირა და მომღიმარი სახით რაღაცას უყურებდა. ფოტოს ქვემოთ დიდი ასოებით ეწერა - “SIR MATT BUSBY”. მამაჩემმა ამოიხრა, თავი მაღლა აწია, თვალებით ჭერს უცქერდა, ჩაფიქრებული ჩანდა... მე გასუსული ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, ველოდებოდი როდის განაგრძობდა ზაზა მოყოლას...

- 1945 წელს საფეხბურთო ლიგა აღდგა... „მანჩესტერმა“ მიიღო გდაწყვეტილება, რომელიც მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა... გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მეტ ბასბი... როცა ბასბი გუნდში მივიდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობას, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ეთქმოდა: კლუბს ბანკისა და იმ დროისთვის დიდი თანხა, 15 ათასი გირვანქა ემართა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის მთლიანად იყო განადგურებული "ოლდ ტრაფორდი", ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ჯარში მსახურობდა და სრულფასოვნად ვერ ემზადებოდა...1945 წლის ოქტომბერში "ალისფერი ეშმაკუნები" მატ ბასბიმ ოფიციალურად ჩაიბარა და სწორედ მისი მისვლით დაიწყო პირველი დიდი გუნდის შენება. კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მატ ბასბიმ გუნდზე სრული კონტროლი მოითხოვა - მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვით დაწყებული, სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებით გაგრძელებული და ოფიციალური შეხვედრებისთვის გუნდის მომზადებით დასრულებული. მასთან ერთად დაიწყო მუშაობა ჯიმ მერფიმ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" და უელსის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ადამიანმა, ვინც მეორე მსოფლიო ომში მატ ბასბისთან ერთად იბრძოდა და რომელიც ბედის წყალობით გადაურჩა მიუხენის ავიაკატასტროფას...

მიუნხენის კატასტროფა - ეს სიტყვები ყურში ცუდად მომხვდა, ვერც კი მივხვდი რაზე იყო საუბარი... ვეღარ მოვითმინე და თხრობაში გართულ მამას იმ წამსვე შევაწყვეტინე თხრობა.

- მიუნხენის კატასტროფა?! ეს რას ნიშნავს მამა?
- ამაზე მოგვიანებით მოგიყვები შვილო... ყველაფერს დაწვრილებით გეტყვი, მოითმინე...

ეს მითხრა და თხრობა განაგრძო.

- ახალი მწვრთნელის პირველმა ტრანსფერმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური გლაზგოს "სელტიკის" მარჯვენა გარემარბმა ჯიმი დილეინიმ მოირგო. მის სანაცვლოდ კლუბმა 4 ათასი გირვანქა გადაიხადა. დილეინი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთი საინტერესო ფაქტის გამო მოხვდა: კარიერის მანძილზე მან შოტლანდიის, ინგლისის და ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციების თასების მოგება მოახერხა..

მატ ბასბის "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა: ხუმრობა ხომ არაა, გუნდმა, რომელიც 20-30-იან წლებში პირველ და მეორე დივიზიონში "დახეტიალობდა", მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ხუთ ჩემპიონატში 4-ჯერ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1948 წელს კი ინგლისის თასი აღმართა.

ის გუნდი შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდა: შესანიშნავად თამაშობდნენ გარემარბები ჯიმი დილეინი და ჩარლი მიტენი, ასევე გამთამაშებელი ჯონი მორისი და თავდამსხმელები - სტენ პირსონი და ჯეკ როუელი. ამ უკანასკნელმა, ვისაც ჰეთ-თრიქების სპეციალისტი შეარქვეს, წლების შემდეგ საკმაო როლი ითამაშა ამსტერდამის "აიაქსის" მსოფლიო გრანდად ქცევაში...

1947-48 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასი მოიგო, პირველი ტიტული 1911 წელს მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ (1936 წელს მეორე დივიზიონის მოგება მხედველობაში არ მიიღება). საინტერესოა, რომ იმ გათამაშებაში ოლდტრაფორდელებმა მხოლოდ და მხოლოდ პირველი დივიზიონის გუნდებს სძლიეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ძალიამ მძიმე ბრძოლაში "ბლექპული" დაამარცხეს - 4:2, კლუბი, სადაც ჩინებული ფეხბურთელები, სერ სტენლი მეტიუზი და სტენ მორტენსენი თამაშობდნენ. ცნობისათვის: მორტენსენმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი იმ ფინალში ორჯერ დალაშქრა...

1952 წელს მატ ბასბის გუნდი ინგლისის ჩემპიონი შეიქმნა, თუმცა იმ დროისთვის თავდასხმის ცნობილი ხუთეული უკვე სხვა შემადგენლობით ასპარეზობდა: მორისმა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა გუნდი - "დერბიში" გადავიდა, დილეინიმ კარიერა "აბერდინში" გააგრძელა, მიტენმა კი სულაც კოლუმბიაში გადაინაცვლა, სადაც ძალიან დიდი ხელფასი შესთავაზეს. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, კლუბს შეტევა არ დაეწუნებოდა - სტენ პირსონმა 22 გოლი გაიტანა, ჯეკ როულიმ კი სულაც 30! სხვათა შორის, მან პირველობის დაწყებიდან ორ თვეში სამჯერ მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება...

ბოლო ტურის წინ ტიტულისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" იბრძოდნენ, თუმცა დედაქალაქელებს პირველი ადგილის მოსაპოვებლად მინიმუმ 7:0 უნდა მოეგოთ. "ოქროს დუელში" მართლაც 7 გოლი გავიდა, თუმცა 6 ლონდონელთა კარში: ჯეკ როულიმ სეზონში მეოთხე ჰეთ-თრიკი მიითვალა! კლუბის მომავალმა კაპიტანმა როჯერ ბირნმა კი ერთი. სხვათა შორის, მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბირნმა იმ პირველობის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი შეაგდო!

მამამ თხრობა შეწყვიტა. მითხრა დავიღალე და ხვალ გავაგრძელებ მოყოლასო, რაც ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რა საკვირველია, დავიწყე წუწუნი, ბუზღუნი. ვეხვეწებოდი მამას, რომ თხრობა განეგრძო და „მიუნხენის კატასტროფაზე“ დაწვრილებით ეამბო. საბოლოოდ, საწადელს მივაღწიე. მამამ მკაცრი მზერით შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა რა აუტანელი ხარო, მაგრამ ეგ სულაც არ მადარდებდა.

ავტორი : დიმა სანაია
P.S : ისტორიული ფაქტები გამოყენებულია Redarmy.ge - ს ისტორიის განყოფილებიდან
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: love united
2 თებერვალი 2013 13:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარია!..მალე დადე გაგრძელება რა... love
0
№2
ავტორი: UTD-Rule
2 თებერვალი 2013 13:58
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აი მესმის! საღოლ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: dachi
2 თებერვალი 2013 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
უმაგრესია!!!!
0
№4
ავტორი: BERDI
2 თებერვალი 2013 14:02
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
sagol dzaan magaria velodebi shemdeg nawils
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: sHumaHer
2 თებერვალი 2013 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
kaia
0
№6
ავტორი: koko2222
2 თებერვალი 2013 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
კარგათ გიმუშავია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
№7
ავტორი: Shako Jones
2 თებერვალი 2013 14:42
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
საღოოლ დიმა :X მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბირნმა იმ პირველობის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი შეაგდო! :D
0
№8
ავტორი: Esi
2 თებერვალი 2013 15:06
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ ძიმა,როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია.
0
№9
ავტორი: red devil
2 თებერვალი 2013 16:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor zaan magaria
0
№10
ავტორი: Vodafone
2 თებერვალი 2013 17:47
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როგორც ყოველთვის ბრავო 3d_5
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top