პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა სტემფორდ ბრიჯზე გაიმართება, სადაც ლონდონის "ჩელსი" "იუნაიტედს" დაუპირისპირდება, რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ლონდონელებს 10 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვთ და ლიდერ "სიტის" მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, ხოლო "იუნაიტედი" მე-2 დგილს იკავებს 23 ქულით და ქალაქელებთან 5 ქულა აშორებთ, ასე რომ ეს დაპრისპირება ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს შეხვედრა საინტერესოა იმითაც, რომ "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "იუნაიტედის" ღირსების დამცველი ნემანია მატიჩი თავის პირველ მატჩს გამართავს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ამის შესახებ მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ნამდვილად ვერ გეტყვით თუ რა რეაქცია ექნებათ ჩემს მიმართ ლონდონელ გულშემატკივრებს, თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩემი "ჩელსიში" ყოფნის დროს რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე ამ გუნდისთვის, ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონატი 2-ჯერ და ასევე თასიც, დარწმუნებული ვარ გულშემატკივრებს ეს ახსოვთ და პატივს ცემენ ამას, ხოლო თუ პირიქით არის ეს ნამდვილად არ მაღელვებს, მე თამაშზე უნდა ვიფიქრო.
გაკვირვებული ვარ, ნუთუ ჩემმა ამ გუნდიდან წასვლამ იქონია ზემოქმედება მათ დღევანდელ არასტაბილურ თამაშებზე ნამდვილად ვერ გეტყვით, მოხარული ვარ იმით რომ "იუნაიტედის" ნაწილს წარმოვადგენ, სრულებით კმაყოფილი ვარ მოურინიოსთან მუშაობით".- ციტირებს Sky Sports მატიჩის სიტყვებს.
წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.