ესპანური მედია ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიოს სურს, ანდრეას პერეირა "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნოს.
21 წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედი" იჯარის წესით დატოვა და ესპანეთის ჩემპიონატში გადავიდა, სადაც "ვალენსიას" რიგებში გამოდის.
მოურინიოს მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ პერეირა ფიქრობდა, რომ სათამაშო დრო კვლავ არ მიეცემოდა, რის გამოც წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა, ამჟამინდელი ტრავმიანობის პირობებში პერეირა აუცილებლად ითამაშებდა, "ოლდ ტრაფორდზე" რომ დარჩენილიყო.
ანდრეასი ლა ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს და ესპანური გაზეთები მას ხშირად აქებენ. ამავე გაზეთების ცნობით კი, "იუნაიტედი" პერეირას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ახალ წლამდე წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში მას "იუნაიტედში" დააბრუნებენ.