"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერთა ნდობამ (MUST) ჟოზე მოურინიოს შეხვედრა შესთავაზა, რათა "ოლდ ტრაფორდზე" არსებულ ატმოსფეროსა და მწვრთნელის მხრიდან გულშემატკივრების მისამართით ნათქვამი სიტყვები განიხილონ.
მოურინიომ თქვა, რომ "ტოტენჰემთან" მატჩის დროს რომელუ ლუკაკუს მიმართ გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი არასაკმარისი მხარდაჭერით იმედგაცრუებული იყო.
ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების წინ კი პორტუგალიელმა ასევე მიმართა გულშემატკივრებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ამ მატჩით უფრო ისიამოვნებდნენ, ვიდრე "მამლებთან" შეხვედრით.
დროდადრო კი მოურინიო აკრიტიკებდა "ოლდ ტრაფორდზე" არსებულ ატმოსფეროსაც.
სექტემბერში "ოლდ ტრაფორდზე" "ევერტონის" ჩასვლის წინ მოურინიომ თავის პროგრამაში დაწერა: "იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხმაურიანი გულშემატკივრები არდადეგებიდან დაბრუნდებიან და ფეხბურთელებს აღმოუჩენენ მხარდაჭერას, რომელიც მათ სჭირდებათ და იმსახურებენ".
საპასუხოდ, MUST-მა თავისი წარმომადგენლები გაგზავნა მოურინიოსთან, რათა უკეთესად გაეგოთ, თუ რას ნიშნავს 54 წლის სპეციალისტის სიტყვები.
სპორტული პრეს ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია: "გულშემატკივრებს შორის არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვანაირად ესმით მწვრთნელის კომენტარი. თუმცა სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ საერთო სურვილია სტადიონზე ატმოსფეროს გაუმჯობესება, როგორც ეს პრემიერ ლიგის სხვა კლუბებში ხდება.
უამრავი ფაქტორი არსებობს ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებული კარგი ატმოსფეროს განპირობვებისა, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია კლუბისა და გულშემატკივრების კარგ ურთიერთობასთან.
MUST-ი სიამოვნებით გამოიყენებს მწვრთნელთან შეხვედრის შესაძლებლობას, როგორც ჩვენი მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილს სხვა კლუბის ოფიციალურ პირებთან, რათა ისაუბროს სტადიონზე არსებულ ატმოსფეროზე და მოისმინოს მისი შენიშვნები".
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.