წითლების ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი პოლ სქოულზი, კრიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოურინიოს მიმართ კრიტიკა უნდა შეწყდეს, რაც მისი დაცვითი სტილის თამაშით არის განპირობებული.
"მოურინიოს მოწვევით კლუბის მესვეურებმა ძალიან კარგად იცოდნენ თუ რა სახის ფეხბურთს შესთავაზებდა პორტუგალიელი მათ, პრობლემა მის დაცვითი სტილის თამაშებში არუნდა ვეძებოთ, პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ "წითელი ეშმაკები" ჩემპიონატში უკვე 4 წელია სერიოზულად არ იბრძვიან.
იმისათვის რომ პრემიერ ლიგაში გამარჯვება მოიპოვო და საბოლოოდ ეს ტიტული დაგრჩეს ზოგჯერ საჭიროა მსგავს პრობლემებზე თვალის დახუჭვა, თუ რა თქმა უნდა გუნდი სტაბილურად გამოიყურება და ისეთ შედეგებს აჩვენებს როგორსაც ამ შემთხვევაში "იუნაიტედი", მოურინიო დაკისრებულ მოვალეობებს ამ ეტაპზე კარგად ასრულებს.
ვაღიარებ რომ მსგავსი სტილის ფეხბურთის ყურება არ არის სასიამოვნო, თუმცა გახარებული ვარ "იუნაიტედის" შედეგიანობით, ვფიქრობ ჩვენ ეს უნდა მივიღოთ".- იუწყება Daily Mirror