ხმა მიეცით ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულად ყოველი თვის საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს. გასული თვეში "იუნაიტედის" მოთამაშეებმა 6 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც ოთხ შემთხვევაში გამარჯვებას მიაღიწიეს, ერთი ფრედ დაასრულეს და ერთი შეხვედრაც დათმეს.
გასული თვის საუკეთესოს წოდებაზე დევიდ დეხეა, კრის სმოლინგი და ენტონი მარსიალი იბრძოლებენ.
დევიდ დე ხეა: 5 ჩატარებული მატჩი / 4 შეხვედრაში მშრალად შენახული კარი.ესპანელმა ოქტომბრის თვეში თავისი პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გამოავლინა. დავიდმა ისეთი შედეგი აჩვენა, რომელსაც ხშირად ვერ იხილავთ მსოფლიო საუკეთესო კიპერების შესრულებითაც კი. მისი მონაწილეობით "იუნაიტედმა" ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, კონკრეტულად "ჰადელსფილდთან" მატჩში, სადაც ორივე გოლის მომენტში დაცვის, უფრო ზუსტად კი ვიქტორ ლინდელოფის უხეში შეცდომები იხილა მაყურებელმა.
კრის სმოლინგი: 6 ჩატარებული მატჩი / 0 გოლი.მაყურებელმა გასულ თვეში კრის სმოლინგის სრული რეინკარნაცია იხილა. რამოდენიმე უღიმღამო მატჩისა და დაშვებული შეცდომების შემდეგ, ოქტომბერში კრისი დაუბრუნდა ჩვეულ სათამაშო ფორმას და საიმედო პარტნიორობა გაუწია დავიდ დე ხეას. ოქტომბრის თვეში "იუნაიტედმა" რამოდენიმე მოთამაშე გამოაკლდა, მათ შორის კი ერიკ ბაილი და ფილ ჯონსიც მოხვდნენ. სწორედ ამ ორი მოთამაშის არ ყოფნის დროს დაცვის ცენტრი კრისმა ჩაიბარა და დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.
ენტონი მარსიალი: 6 შეხვედრა (2ჯერ სათ.სკამიდან) / 1 გოლი.ფრანგმა შემტევმა ბრწყინვალედ იასპარეზა სექტემბრის თვეშიც და თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა მან ბოლომდე ვერ მოიკიდა ფეხი სასტარტო შემადგენლობაში. მართალია მარსიალმა ყველა, ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ მარსიალმა მხოლოდ ერთხელ შეძლო ოქტომბერში გოლის გატანა, ის ყველაზე აქტიური იყო "იუნაიტედის" რიგებში. სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა, როდესაც "ტოტენჰემი" დაამარცხა. მარსიალს კარგი შანსი ქონდა კიდევ ერთი გოლის გასატანად, თუმცა "ბენფიკასთან" მოპოვებული პენალტის, რომლის დანიშვნის დროსაც ერთბაშად სამ პორტუგალიელ მცველებს აუარა გვერდი, რეალიზაცია ვერ შეძლო.
ხმის მისაცემად დააჭირეთ აქ წყარო:
Manutd.com