ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გუშინ განახლდა, A ჯგუფში გაიმართა მე-4 ტურის დაპირისპირება ჯგუფის ლიდერ "იუნაიტედს" და ამავე ჯგუფის აშკარა აუტსაიდერ "ბენფიკას" შორის, სადაც გამარჯვება წილად "იუნაიტედს" ხვდა ანგარიშით 2-0. ამგამარჯვებით წითელ ეშმაკებმა ჯგუფში პირველი ადგილი კედევ უფრო გაიმყარეს, თუმცა მერვედფინალის საგზური ჯერკიდევ ვერ მოიპოვეს.
"როგორც ჩანს 4 ტურის წარმატებით ჩატარება და 12 ქულის მოპოვება ჯერ კიდევ ვერ გახდა იმის გარანტი, რომ ჯგუფიდან გავსულიყავით, თუმცა საჭიროა მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრი და მხოლოდ 1 ქულის აღება, რომ ეს შევძლოთ.
მე მომეწონა ორივე შეხვედრა, რომელშიც "ბენფიკას" დავუპირისპირდით, ავიღეთ მაქსიმაულური ქულები რაც უნდა აგვეღო, ასევე გამოვიმუშავეთ საკმაო მოგება შეხვედრებიდან, თუმცა საჭიროა კვლავ 1 ქულა წარმატების მისაღწევად.
საპენალო დარტყმებს ჩვენთან მარსიალი ასრულებს, თუმცა ამ შეხვედრაში მან ვერ შეძლო ამ შესაძლებლობის რეალიზება, ხოლო მეორე პენალი ჩემი გადაწყვეტილებით ბლინდმა შეასრულა".- ცოტირებს BBC Sport მოურინიოს სიტყვებს.
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.