მიუხედავად წარმატებული სადებიუტო სეზონის სტარტისა, "იუნაიტედის" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ყველა ტურნირზე უკვე მე-5 შეხვედრაა გოლის გატანას ვერ ახერხებს, თუმცა შეგახსენებთ, რომ რომელუს ანგარიშზე წლევანდელ სეზონში, 15 ჩატარებული შეხვედრიდან 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა არის.
მისი მშრალი მატჩების შესახებ კომენტარი რომელუს თანაგუნდელმა "იუნაიტედის" მცველმა ერიკ ბაილიმ გააკეთა.
"ბევრის მსგავსად ვთვლი, რომ რომელუ ძალიან კარგი ფორვარდია მას ამისთვის ყველა თვისება გააჩნია, მე მის წინააღნდეგაც მითამაშია, ხოლო ახლა ძალიან მოხარული ვარ, რომ ის ჩვენ გვერდით არის, "იუნაიტედის" ღირსებას იცავს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ცხადია რომ მისი საქმე კარგად მიდის ის გუნდს შესანიშნავად მოერგო, ვიმედოვნებ რომ ის კვლავინდებურად ჩვეულ სტილში გააგრძელებს გოლების გატანას და გუნდს დაეხმარება წარმატების მიღწევაში."- განაცხადა კოტ'დივუარელმა მცველმა.
შეგახსენებთ რომ დღეს 23:45 სთ-ზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური შეხვედრები გაიმართება, სადაც A ჯგუფის უპირობო ლიდერი "იუნაიტედი" ამავე ჯგუფის აუტსაიდერ "ბენფიკას" დაუპირისპირდება ოლდ ტრაფორდზე, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს წითლების შემტევი რომელუ ლუკაკუ, რომელსაც შანსი ექნება თავი გამოიჩინოს, მის აქტივში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წლევანდელ სეზონში 3 შედეგიანი გასროლა ირიცხება.
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.