თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2017, 22:25
ავტორი: Phil Jones,
ნანახია: 1551,
კომენტარები: 6
განსაკუთრებული "იუნაიტედი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს.
განსაკუთრებული
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთ განსაკუთრებულ იუბილეს აღნიშნავს. ზუსტად 80 წელი ზედიზედ, "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში სულ მცირე 1 ფეხბურთელი მაინც ხვდება განაცხადში კლუბის აკადემიის აღზრდილი.

ბოლო მატჩი სადაც არცერთი ფეხბურთელი არ იყო აკადემიიდან ჩატარდა 1937 წლის 23 ოქტომბერს, როდესაც უოლტერ კრიკმერის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით მოუგეს "შეფილდ უენსდის", ხოლო შემდეგი მატჩისას, ფულემის წინააღმდეგ გასვლაზე ერთბაშად რამოდენიმე ფეხბურთელი გამოჩნდა მინდორზე, ეს მოხდა 1937 წლის 30 ოქტომბერს და მას მერე არცერთი თამაში არ ჩატარებულა აკადემიის ფეხბურთელების გარეშე.

შაბათს "ტოტენჰემთან" გამართულ შეხვედრაზე, მინდორზე გამოჩნდნენ მარკუს რეშფორდი და ჯესი ლინგარდი, ხოლო სკოტ მაკტომინეი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მათ გარდა პირველ გუნდში აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებიდან იმყოფებიან: პოლ პოგბა, აქსელ ტუანზებე და ჟოელ კასტრო პერეირა.

MUTV - სთან საუბრისას ჯესი ლინგარდმა განაცხადა - "ეს განსაკუთრებული მიღწევაა, ყოველთვის კარგია როდესაც გუნდში არიან ბიჭები აკადემიიდან და ვარჯიშობენ და გამოცდილებას იღებენ, უკვე გამოცდილი ფეხბურთელებისგან".

"მე ძალიან ვამაყობ იმით რომ, გავიარე აკადემიის ყველა საფეხური და მოვახერხე თავის დამკვიდრება პირველ გუნდში, მითუმეტეს მე ყოველთვის ვიყავი "იუნაიტედის" გულშემატკივარი და ჩემთვის ეს განსაკუთრებული რამეა, როდესაც თამაშობ "იუნაიტედის" მაისურით, ვალდებული ხარ 100% ით დაიხარჯო".


წყარო: http://www.manutd.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
1 ნოემბერი 2017 22:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვაახ, მაგარი რამეა. ეს ნამდვილად საამაყო მიღწევაა.
0
№2
ავტორი: IBRA-KADABRA
1 ნოემბერი 2017 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
აკადემია უმნიშვნელოვანესი იყო ძველად და ასეა ეხლაც
0
№3
ავტორი: LASHQARA
1 ნოემბერი 2017 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მე უფრო მეტად ვაფასებ იმ გუნდებს რომელთა აკადემიებიც გამოირჩევა სხვებისგან და რაც უფრო მეტ კარგ ფეხბურთელს აღზრდის აკადემია ეს მეტყველებს კლუბის ისტორიაზე და სიდიადეზე, როცა ბავშვობიდან მზადდება ადამიანი ამა თუ იმ გუნდისთვის, იმას კარგათ ააქვს გააზრებული თუ სად თამაშობს და როგორც ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ისე უყვართ აკადემიის აღზრდილებს საკუთარი გუნდი. გამოვარჩევდი: მანჩესტერის, ბარსელონას და აიაქსის აკადემიებს love am
0
№4
ავტორი: ikeoni
2 ნოემბერი 2017 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Dzlieri akademia yoveltvis warmatebis momtania❤️
0
№5
ავტორი: Phil Jones
2 ნოემბერი 2017 13:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
manutd
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
2 ნოემბერი 2017 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყოველთვის ასე უნდა იყოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top