სეზონის სტარტი "იუნაიტედისთვის" შეიძლება ითქვას რომ ძალიან წარმატებულად დაიწყო, გუნდს პრემიერ ლიგაში ჩატარებული 10 შეხვედრიდან 23 ქულა უგროვდება და მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ლიდერ "სიტის" 5 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, წითელი ეშმაკები A ჯგუფში თავს კომფორტულად გრძნობენ, ჩატარებული 3 შეხვედრიდან 9 ქულას ფლობენ და მომდევნო ტურს მშვიდად ელოდებიან.
ხოლო სათასო შეხვედრებში წითლებმა "ბარტონ ალბიონის" შემდეგ "სუონსი" დაამარცხეს და მეოთხედფინალში "ბრისტოლ სიტის" დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნვია ის რომ "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ოლდ ტრაფორდზე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 5-ვე მოიგო და არცერთ შეხვედრაში საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია, ეს მჩვენებელი კი ევროპის წამყვან ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.