"იუნაიტედის ყოფილი" მცველი რომელიც ამჟამად "მარსელის" ღირსებას იცავს, თავის ყოფილი კლუბის გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ ისე გააგრძელონ მათი გუნდისა და ფეხბურთელების მხარდაჭერა როგორც ყოველთვის აკეთებდნენ ამას.
სპეციალურად ევრასთან შესახვედრად საფრანგეთში ჩავიდა ცნობილი ბლოგერი და "იუნაიტედის" მხარდამჭერი სტივ ჰოუსონი.
ევრა შეხვედრაზე წითელი მაისურით მივიდა, სადაც ეშმაკი იყო ტრიუმფით გამოსახული, ცნობილი მანჩესტერის გერბი, ხოლო სტივმა ხუმრობით მას ჰკითხა: "ეს რა გახატიათ?" რაზეც ევრამ ხუმრობითვე შემდეგნაირად უპასუხა: რა მახატია? ნუთუ ამ კითხვას მართლა მისვამ, ეს არის სულელური შეკითხვა, მე წითელი ეშმაკი ვიყავი, ვარ და ვიქნები ყოველთვის."- რითაც "იუნაიტედის" მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
"მე ძალიან მენატრება "იუნაიტედი", მისი გულშემატკივრები რომლებიც ყოველ თამაშში გვაგრძნობინებდნენ მათ მხარდაჭერას, ეს კლუბი ჩემი ცხოვრება იყო, ჩემთვის არ არსებობს არცერთი კლუბი პლანეტაზე რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედზე" დიდი იქნება.
მინდა გულშემატკივრებს მივმართო, რომ ნუ იქნებიან ძალიან მკაცრები ახალი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც თავის დამკვიდრებას ცდილობენ "იუნაიტედში", მინდა მხარი დაუჭირონ მათ, გვერდში დაუდგნენ და მათ შედეგი აუცილებლად ექნებათ, როდესაც მე წითელი ვიყავი გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენ გვერდზე იდგნენ, გვაფასებდნენ პატივს გვცემდნენ მინდა ეს გაგრძელდეს.
შემიძლია გავიხსენო ის დიდებული მომენტი გულშემატკივრებთან ერთად, როდესაც მათგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით, ეს იყო "ლივერპულთან" დაპირისპირება ოლდ ტრაფორდზე რომელიც დავთმეთ ანგარიშით 1-4, ხოლო როდესაც მოედნიდან გავდიოდით გულშემატკივრების შეძახილი მესმოდა, ჩვენ ვართ "მანჩესტერ იუნაიტედი" და როდესაც გასახდელში ჩვენთან ფერგიუსონი მოვიდა გვითხრა, რომ გესმოდათ მათი? ჩვენ მათთვის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ.
ჩვენ იმ სეზონში წარმატებას მივაღწიეთ, პრემიერ ლიგა მოვიგეთ თუ სწორად მახსოვს 7 ქულიანი უპირატესობით, ჩვენ ეს ტიტული გულშემატკივრებს მივუძღვენით, რადგან მძიმე მომენტში გვერდში დაგვიდგნენ და დაგვაფასეს, ისინი არამხოლოდ გამარჯვებების დროს გვაფასებდნენ, არამედ მარცხის დროსაც ჩვენთან იყვნენ, ამიტომ მინდა ვთქვა რომ იყო "იუნაიტედის" გულშემატკივარი ყოველთვის მეტია ვიდრე მხოლოდ გულშემატკივარი, მე ისინი ძალიან მენატრება.
მე შეიძლება კლუბები შევიცვალო, ვიმოგზაურო ევროპაში, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" არასდროს დამავიწყდება, ის ყოველთვის ჩემ გულში იქნება თავის გულშემატკივრებთან ერთად."