"იუნაიტედის" პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მხარს უჭერს ლუკ შოუს, რომელსაც ნამდვილად არ უდგას კარგი დრო ოლდ ტრაფორდზე, რადგან ფეხბურთელი ვერ ახერხებს ტრავმების შემდეგ ჩვეულ ფორმაში ჩადგომას და ძირითად გუნდში დაბრუნებას.
ინგლისურ პრესაში გამოჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შოუ დაინტერესებულია "ტოტენჰემში" გადასვლით და მათი დამრიგებლის მაურისიო პოჩეტინოსთან მუშაობით.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, აქვს თუ არა შოუს მომავალი "იუნაიტედში"და რას ფიქრობდა შოუს სურვილზე, იმის შესახებ რომ დაინტერესებულია პოჩეტინოსთან მუშაობით, წითლების დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ შემდეგნაირად უპასუხა: "რატომ არუნდა ქონდეს მას აქ მომავალი? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მისი მოსაზრება ამის შესახებ გამანაწყენებდა ძალიან ცდებით, მან სიტუაცია შეაფასა, თავის მომავალზე ისაუბრა, ეს ჩემთვის მისაღებია, გამოთქვას ფეხბურთელმა თავისი აზრი არსებულ სიტუაციაზე.
მე ყოველთვის იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ფეხბურთელი თავის ახალ მწვრთნელს უწოდებს საუკეთესოს, ხოლო ძველი მწვრთნელი ცუდი გამოდის, სამწუხაროდ ფეხბურთში არსებობს მსგავსი შემთხვევები ფეხბურთელების მხრიდან, შოუ გულწრფელია, სწორედ პოჩეტინო იყო მისთვის პირველი მწვრთნელი, რომელიც მას კარიერის განვითარებაში დაეხმარა, ლუკს არ დავიწყებია მისი მწვრთნელი და ეს სასიამოვნოა, როდესაც გახსოვს ის ადამიანი, ვინც წარმატების მიღწევაში დაგეხმარა, ბუნებრივია რომ მას სურს კვლავ მუშაობა მაურისიოსთან.
ხოლო, რაც შეეხება მის მომავალს "იუნაიტედში" ვფიქრობ, რომ მას ეს ნამდვილად აქვს, უბრალოდ ამ ეტაპზე სიტუაცია ძალიან რთულადაა, რთული ტრავმების შემდეგ ის ცდილობს ფორმაში ჩადგეს და გუნდს დაუბრუნდეს, მან უნდა ითამაშოს ზედიზედ თამაშები, რადგან ეს მას ძალიან ჭირდება, თუმცა მე შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, აქედან გამომდინარე მე მას ამ შანსებს ვერ ვაძლევ დარწმუნებული უნდა ვიყო მასში.
იმ შემთვევაში თუ შოუ ცენტრალური მცველი იქნებოდა, მე მას შანსს ნამდვილად მივცემდი ამ ეტაპზეც, რადგან ცენტრალური სათადარიგო მცველი მხოლოდ 2 მყავს, ხოლო განაპირამარცხენა მცველის კონკურენცია გუნდში დიდია, აქედან გამომდინარე მან უნდა დაამტკიცოს რომ ღირსია ძირითად გუნდში დაბრუნების, ის აგრძელებს მუშაობას ვიმედოვნებ რომ დაგვიბრუნდება".- ციტირებს Sky Sports მოურინიოს სიტყვებს.
შეგახსენებთ რომ პოჩეტინოს ხელმძღვანელობით ლუკ შოუ ჯერ კიდევ "საუთჰემპტონში" ასპარეზობდა, ხოლო ინგლისში უკვე იწერება რომ შოუს ძველ დამრიგებელთან დაბრუნება სურს.
წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.