თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2017, 18:46
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1769,
კომენტარები: 10
ბერბატოვი: "იუნაიტედი" ინგლისში საუკეთესო კლუბია"
დიმიტარ ბერბატოვი "იუნაიტედზე" საუბრობს.
ბერბატოვი:
"იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი ინტერვიუში, რომელიც ცნობილ გამოცემა ESPN - ის ჟურნალისტს ენდი მიტენს მისცა, საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა მისი ტრანსფერი ოლდ ტრაფორდზე და "იუნაიტედის" მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

"როდესაც გინდა რომ შენი სავალი გზა იყოს წარმატებული, როდესაც ბრძოლობ მიზნებისთვის, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება როგორიც "იუნაიტედში" თამაშია ძალიან მარტივია, მე მინდოდა ტიტულები, მინდოდა დიდ კლუბში თამაში, ხოლო ინგლისში ყველაზე დიდი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია", ოცნება ამიხდა, რადგან შევძელი ამ დიდებული კლუბის ღირსების დაცვა. როდესაც ისინი ინტერესდებოდნენ ჩემით, ვფიქრობდი რომ შემოთავაზების შემთხვევაში არცკი დავფიქრდებოდი ისე გადავიდოდი მათთან სათამაშოდ, ეს მოხდა რის გამოც უზომოდ ბედნიერი ვიყავი.

ჩემი აგენტი მოვიდა და მითხრა, რომ წითელ ეშმაკებს ჩემი ხილვა სურადათ მათ რიგებში, მითხრა რომ შემეძლო დავრჩენილიყავი "ტოტენჰემში" სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ შემეძლო ისიც, რომ ახალი გამოწვევა მიმეღო და ნაბიჯი წინ გადამედგა, ჩემთვის ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, მე "იუნაიტედს" მივაშურე. კლუბში სადაც დიდებული სერ ალექს ფერგიუსონი იყო, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები გამოდიონენ, როგორ შემეძლო ამ ყველაფერზე უარი მეთქვა, აღტაცებას ვერ ვმალავდი და ვთქვი, რომ "ასეთ გუნდში როგორ არუნდა გინდოდეს".

როდესაც "იუნაიტედში" გადავედი, მივხვდი რომ ეს ჩემთვის ცხოვრებისეული ჯილდო იყო, გასაოცარი ატმოსფერო დამხვდა, ნემანია ვიდიჩის მსგავსად, აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნის პატარა ქალაქიდან ჩამოვედი, ხოლო შევძელით მიგვეღწია იმისთვის რომ "იუნაიტედის" ყურადღება მიგვექცია ეს ენით აღუწერელი გრძნობა იყო.

იმ დროს "იუნაიტედთან" ერთად ჩემ მიმართ ინტერესს "სიტიც" იჩენდა, მეტიც ისინი მეტ ხელფასს მთავაზობდნენ ვიდრე წითლები, მე არ მაინტერესებდა სხვა არცერთი კლუბი, რადგან არ მინდოდა სუსტ კლუბში თამაში, ხოლო იმ დროისთვის სიტი ძალიან სუსტი იყო, ხოლო "სიტისა" და "იუნაიტედის" ისტორიის შედარება არ შეიძლება, "იუნაიტედი" ბევრად აღემატება "მანჩესტერ სიტის".

როდესაც პირველად უნდა გამოვსულიყავი სათამაშოდ, გვირაბში ჩემთან ერთად დიდებული ფეხბურთელები: რონალდუ, გიგზი, სქოულზი, რუნი, ნევილი, ევრა, ვან დერ საარი, ვიდიჩი და რიო ფერდინანდი იყვნენ, გადავხედე მოწინააღმდეგეებს და გავიფიქრე, რომ ნათელი იყო ისინი დღეს დამარცხდებოდნენ ჩვენთან, ჩემ თავს ვუთხარი რომ ასეთი დიდებული მომენტები, რომელიც ჩემ ცხოვრებას ქმნიდა არუნდა დამევიწყებინა.

რაც შეეხება პირველ ტიტულს "იუნაიტედის" შემადგენლობაში, ეს დღევანდელ დღესავით მახსოვს, მე გავხდი პირველი ბულგარელი ფეხბურთელი რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ეს დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, როდესაც იმ დღეს სახლში დავბრუნდი ეს ბედნიერება ჩემ ოჯახის წევრებს გავუნაწილე.

ვინ იყო ჩემი მეგობარი იუნაიტედში? შემიძლია თამამად გითხრათ რომ აბსოლიტურად ყველა, ჩვენ ხშირად ვსადილობდით ერთად, ვმართავდით წვეულებებს, ჩვენ რათქმაუნდა ყველას გვქონდა პირადი ცხოვრება, მაგრამ ვარჯიშებზე ჩვენ ერთ ოჯახში ვიყავით, გამოვდიოდით ვთამაშობდით ვაღწევდით წარმატებებს, მიზნებისთვის ვიბრძოდით, მიუხედავად იმისა რომ "იუნაიტედი" მსოფლიოში ცნობილი კლუბია თავისი დიადი ისტორიით, მინდა გითხრათ, რომ შიგნიდან ის ერთი უბრალო დიდი ოჯახია, სადაც ცხოვრება გიხარია, იქ ბევრი ადამიანი მუშაობს რომელიც თავისი საქმის სპეციალისტია, ისინი ათწლეულებია გუნდისთვის მუშაობენ და "იუნაიტედის" განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებენ.

ჩვენ შეფ-მზარეულს ტელეფონის ზარზე დიდება დიდება "მანჩესტერ იუნაიტედს"- ზარი ეყენა, რომელიც მისი გუნდისადმი სიყვარულს გამოხატავდა, ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო ყოველდღიურად ზრუნავდა იმაზე რომ მისი პროფესინალიზმი გუნდისთვის მიეცა. მოხაული ვარ რომ ამ შესანიშნვი კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი"
-განაცხადა ბერბატოვმა ინტერვიუს დასასრულს.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
27 ოქტომბერი 2017 19:57
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
საღოლ ბერბა ძაან მაგარი იყავი და ერთერთი უნაიტედის გამორჩეული თავდამსხმელი.
0
№2
ავტორი: tedore
27 ოქტომბერი 2017 20:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
"როდესაც პირველად უნდა გამოვსულიყავი სათამაშოდ, გვირაბში ჩემთან ერთად დიდებული ფეხბურთელები: რონალდუ, გიგზი, სქოულზი, რუნი, ნევილი, ევრა, ვან დერ საარი, ვიდიჩი და რიო ფერდინანდი იყვნენ, გადავხედე მოწინააღმდეგეებს და გავიფიქრე, რომ ნათელი იყო ისინი დღეს დამარცხდებოდნენ ჩვენთან,"

ეს არი იუნაიტედი! გამარჯვების და ტიტულების მოგების მენტალიტეტის და უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი! სიტიმ რაც არ უნდა მილიონები ხარჯოს, ვერ გახდება იმხელა კლუბი რაც არის იუნაიტედი
0
№3
ავტორი: vincent
27 ოქტომბერი 2017 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
[i]როდესაც პირველად უნდა გამოვსულიყავი სათამაშოდ, გვირაბში ჩემთან ერთად დიდებული ფეხბურთელები: რონალდუ, გიგზი, სქოულზი, რუნი, ნევილი, ევრა, ვან დერ საარი, ვიდიჩი და რიო ფერდინანდი იყვნენ, გადავხედე მოწინააღმდეგეებს და გავიფიქრე, რომ ნათელი იყო ისინი დღეს დამარცხდებოდნენ ჩვენთან,[i][/i
რა სასტავი იყო love manunited
ბერბატოვის ბურთთან ურთიერთობა ცალკე თემაა.

ციტატა: tedore
"როდესაც პირველად უნდა გამოვსულიყავი სათამაშოდ, გვირაბში ჩემთან ერთად დიდებული ფეხბურთელები: რონალდუ, გიგზი, სქოულზი, რუნი, ნევილი, ევრა, ვან დერ საარი, ვიდიჩი და რიო ფერდინანდი იყვნენ, გადავხედე მოწინააღმდეგეებს და გავიფიქრე, რომ ნათელი იყო ისინი დღეს დამარცხდებოდნენ ჩვენთან,"

ეს არი იუნაიტედი! გამარჯვების და ტიტულების მოგების მენტალიტეტის და უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი! სიტიმ რაც არ უნდა მილიონები ხარჯოს, ვერ გახდება იმხელა კლუბი რაც არის იუნაიტედი

მეც ეგ რო დავპოსტე wink wink
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 ოქტომბერი 2017 20:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბერბა ძაან მაგარი იყო, ზე კლასი winked
1
№5
ავტორი: ikeoni
27 ოქტომბერი 2017 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Dzalian Magari kaciii sagol berba❤️
0
№6
ავტორი: gaga1987
27 ოქტომბერი 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმენა კაცი კაცური.ეტყობა ამკაცს როგორ უყვარს და როგორ უყვარდა გგმუ
0
№7
ავტორი: Svanchester
27 ოქტომბერი 2017 21:47
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
ბერბა რა ძაან მაგრად მევასებოდი, რა ძაან მენატრება ის მანჩესტერი
0
№8
ავტორი: shotkin
27 ოქტომბერი 2017 22:15
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ვბრძოლობდი არა "ვიბრძოდი" ავტორ გაითვალისწინე სამომავლოდ.

სტატიას რაც შეეხება ძაან კაი სტატიაა და მადლობა ავტორს !!
0
№9
ავტორი: dzia_David
28 ოქტომბერი 2017 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ძიმაა ძაან მაგარი იყოო, თუმცა მახსოვს თავის დროზე ამას ბევრი მანჩესტერის ფანი ვერ აფასებდა.
0
№10
ავტორი: giorgi_mg
29 ოქტომბერი 2017 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზეკლასის მოთამაშე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top