ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელებმა "ტოტენჰემთან" შაბათს გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ ვარჯიში გამართეს.
თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ფილ ჯონსი, რომელმაც "ჰადერსფილდთან" შეხვედრაში მიიღო ტრავმა და გამოტოვა "სუონსისთან" სათასო შეხვედრა. მასთან ერთად კი ივარჯიშა დიდი ხნის ტრავმირებულმა ერიკ ბაიიმაც, რომელიც მოსკოვში სტუმრობის შემდეგ მიიღო ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს.