თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2017, 11:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1538,
კომენტარები: 6
ყველაფერი, რაც კენჭისყრის შესახებ უნდა იცოდეთ
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები და სხვა.
ყველაფერი, რაც კენჭისყრის შესახებ უნდა იცოდეთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ პირველად გავიდა ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში ზედიზედ ორ სეზონში.

ტურნირის მფლობელებმა აწ უკვე ქარაბაო ქაფის მეოთხედფინალში "სუონსის" დამარცხების შედეგად გააღწიეს.

"წითლები" ტიტულის შენარჩუნებას ეცდებიან და სანამ უშუალოდ საქმეში ჩაერთვებიან, თავიანთი მომდევნო მეტოქის ვინაობას დღეს გაიგებენ.

ქვემოთ კი გთავაზობთ ინფორმაციას, რაც კენჭისყრის შესახებ უნდა ვიცოდეთ...

ვის შეიძლება დავუპირისპირდეთ?

შვიდი პოტენციური მეტოქიდან ექვსი პრემიერ ლიგაში ასპარეზობს. "მანჩესტერ სიტიმ" და "არსენალმა" სამშაბათს რთული საშინაო მატჩები გამართეს ჩემპიონშიპის გუნდებთან, რომელთგან "ვულვზმა" მხოლოდ პენალტების სერიაში წააგო "ქალაქელების" წინააღმდეგ, ხოლო "ნორვიჩ სიტი" "მეთოფეებთან" დამატებით დროში დამარცხდა. უმწვრთნელოდ დარჩენილმა "ლესტერ სიტიმ" "ლიდს იუნაიტედი" დაამარცხა 3-1 და ამავე ანგარიშით სძლია "ბორნმუთმა" "მიდლსბროს". "ბრისტოლ სიტი" ჩემპიონშიპის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც მეოთხედფინალში იასპარეზებს მას შემდეგ, რაც "კრისტალ პალასს" 4-1 სძლია. თუმცა, ეს როდია სრული ჩამონათვალი გუნდებისა, რომლებიც "იუნაიტედს" შეიძლება შეხვდნენ. დედაქალაქის ორი გუნდი, "ვესთ ჰემი" და "ჩელსი" ასევე არიან პოტენციური მეტოქეები "ტოტენჰემისა" და "ევერტონის" დამარცხების შედეგად, შესაბამისად.

როდის არის კენჭისყრა?

უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდება, როცა კენჭისყრა სტარტს აიღებს - პროცესს ტვიტერზე პირდაპირ ეთერში გადასცემენ 26 ოქტომბერს თბილისის დროით 19 საათზე.

როდის ვითამაშებთ?

მეოთხედფინალური მატჩები 18 დეკემბერს, ორშაბათს აიღებს სტარტს, მაგრამ "წითლები" სავარაუდოდ 20 დეკემბერს ითამაშებენ, ვინაიდან "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩი 17 დეკემბერსაა დანიშნული. "იუნაიტედის" შეხვედრა სწორედ "ვესტ ბრომსა" და "ლესტერ სიტისთან" გასამართ მატჩებს შორის შედგება.
სხვა
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
26 ოქტომბერი 2017 11:56
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ბრისტოლ სიტი ჩვენია ;-)

ბრისტოლ სიტი ჩვენია ;-)

გაჭედა აშკარად ორჯერ არ დამიწერია
0
№2
ავტორი: ikeoni
26 ოქტომბერი 2017 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
ბრისტოლი არ გვაწყენდა:)))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
26 ოქტომბერი 2017 13:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აბა ვნახოთ ვინ შეგვხვდება
0
№4
ავტორი: zloi
26 ოქტომბერი 2017 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
მე როგორც ვიცი არსენალის და სიტის თამაშები არ ჩაითვლება და ან გადათამაშება იქნება ან არსენალს და სიტის მოხსნიან მაგ ტურნირიდან, დამატებულ დროში არასწორად გაკეთებული ცვლილებების გამო
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
26 ოქტომბერი 2017 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მე ვფოქრობ რო ჩელსის შევხდებით და კარგია ეხავე რო ჩამოვიშოროთ რო მერე გაადვილდება ამ ტურნირის მოგება არ გვაწყენდა ეს ტურნირიც მეგობრებო არაა ?
0
№6
ავტორი: Phil Jones
26 ოქტომბერი 2017 18:20
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
1 საათით გადაიიდო derpneutral
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top