ესპანელმა ჟოზე მოურინიოს კრიტიკას უპასუხა.
ანდერ ერერას მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიო სწორად მოიქცა, როცა საჯაროდ გააკრიტიკა "ჰადერსფილდთან" მატჩის შემდეგ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მხრიდან გამოვლენილი არასაკმარისი მონდომების შესახებ.
შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანელმა აღნიშნა, რომ "ჰადერსფილდი" შეხვედრის საწყის ნახევარ საათში უფრო აგრესიულად თამაშობდა, რამაც მოურინიოს სიბრაზე გამოიწვია.
პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ ერერას მოუწოდა, რომ პრესის წინაშე წარსდგეს და ახსნას, თუ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება.
მიუხედავად იმისა, რომ ერერამ არ ისურვა პასუხის გაცემა შეკითხვაზე, ესაუბრა თუ არა მას მოურინიო პირისპირ ამ თემაზე, განაცხადა, რომ ჟოზეს კრიტიკას იღებს და ეთანხმება.
"რა თქმა უნდა. ყველაფერს ვიღებ, რაც თქვა. მე პროფესიონალი ვარ. ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ, წინ უნდა ვიყუროთ და "ტოტენჰემზე" ვიფიქროთ," - განაცხადა ანდერმა.
ერერას ასეთი განცხადება გამოიწვია ჩემპიონატში განცდილმა პირველ მარცხმა, რომელიც დაემთხვა მატჩის მიმდინარეობისას ფილ ჯონსის ტრავმას, რის შემდეგაც "იუნაიტედის" ჩვეულებრივ სოლიდური დაცვა 10 წუთში მოიშალა და გაშვებულ ორივე გოლში ბრალი მიუძღვოდა ჯონსის ნაცვლად მოედანზე შესულ ვიქტორ ლინდელეფს.
"ჩემს ნათქვამს კიდევ ერთხელ თუ მოისმენთ, გაიგებთ, რომ მე მხოლოდ ის ვთქვი, პირველ 30 წუთში მათ ჩვენზე უკეთესი მიდგომა გამოავლინეს. სწორედ ასე მოხდა.
ამის შემდეგ კი მიდგომა გამოვასწორეთ და მატჩის ფრედ დასრულებლასთან ახლოსაც კი ვიყავით, რაც ადვილი არ არის ნახევარი საათის განმავლობაში ცუდად თამაშის შემდეგ.
მეც სწორედ ეს ვთქვი, მაგრამ ახლა შაბათი უნდა დავივიწყოთ. წინ უნდა წავიწიოთ, "სუონსისთან" გამარჯვებით კარგი ტემპი ავიღეთ და მართლაც ბედნიერი ვარ, რომ ამაში ბავშვებიც დაგვეხმარნენ.
ეს კლუბი ტიტულებისა და ყველა ტურნირისთვის მებრძოლია და ჩვენ ჯერ კიდევ ოთხივე ტურნირზე ვასპარეზობთ. ასე რომ, ამაღამ შესანიშნავი გრძნობა გაგვყვა".წყარო:
M.E.N.