თბილისი:
მანჩესტერი:
26-10-2017, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1628,
კომენტარები: 6
დენდონკერი "იუნაიტედში" გადასვლის სურვილს გამოთქვამს
"ანდერლეხტის" ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში სურს.
დენდონკერი
გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებული ორი კარგი მატჩის შემდეგ ლინდერ დენდონკერი ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო სამიზნე გახდა ზაფხულის განმავლობაში.

ყოველ შემთხვევაში, ბელგიური გაზეთების უმეტესობა ამას ამტკიცებს.

"დე მორგენი" იყო ერთ-ერთი გამოცემა, რომელიც აცხადებდა, რომ დაცვითი ნახევარმცველი "განსაკუთრებულის" სიაში მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზება არასდროს გაკეთებულა და ვერც იმას ვიტყვით, რომ "ანდერლეხტს" სურდა მისი გასხვისება, ვინაიდან იური ტილემანსის სახით უკვე დაკარგეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

გამოსასყიდ თანხად იხსენებოდა 38 მილიონი ევრო და დენდონკერის ირგვლივ აგორებულმა საგამ ფეხბურთელის სათამაშო ხასიათსა და ხარისხზე მოახდინა გავლენა, რადგან მისი გონება უკვე სხვაგან იყო.

ამ ყველაფრის უკან მოტოვების შემდეგ, მინიმუმ იანვრამდე მაინც, ბელგიელი ახალგაზრდა გულახდილად საუბრობს "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო გადასვლაზე.

"რაიმე კონკრეტული რომ ყოფილიყო, როგორც ამას ამბობდნენ, ნებისმიერ ფასად რომ მოენდომებინათ ჩემი შეძენა, მე უკვე იქ ვიქნებოდი. როცა "ანდერლეხტის" რიგებში თამაშობ და იქ გადასვლის შანსი გაქვს, ყოყმანი საჭირო არ არის, მაგრამ "ანდერლეხტსაც" ჰქონდა თავისი სათქმელი და ამაზე ყველა უნდა შეთანხმებულიყო.

მათ მიერ მოთხოვნილი თანხა რომ გადაიხადოს, კლუბი მართლაც უნდა ინტერესდებოდეს ფეხბურთელით. "ანდერლეხტმა" დიდი თანხა იმიტომ მოითხოვა, რომ იცოდნენ, რთული იქნებოდა მისი გადახდა და წელიწადის იმ დროს ეს თანხა გადაჭარბებულს არ ჰგავდა", - განაცხადა დენდონკერმა.

წყარო: sportwitness.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
26 ოქტომბერი 2017 10:13
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
მაგრად მინდოდა ეს რო ეყოდათ ძააან დახვეწილი ტიპია, ქერიქს მაგონებს მაგრად ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: gache1991
26 ოქტომბერი 2017 11:04
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Ra dendokeri saulze ichalichet ra tipi umagresia.imena chamshleli ar gvinda box to box tipi gvinda shuashi.eriqseni kroosi:)) modrichi:)) rakitichi:)) pianichi:)) sauli:)) egeti gvinda vinme ra dendokeri da Erik jemba jemba kide:))
0
№3
ავტორი: Svanchester
26 ოქტომბერი 2017 11:58
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ჩვენ ნიჭიერებას აღმოვაჩენთ რათ გვინდა საული :D

როცა დენდონკერი აქაა :D
0
№4
ავტორი: ikeoni
26 ოქტომბერი 2017 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
კაით რაა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 ოქტომბერი 2017 12:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რავიცი რავიცი wink
0
№6
ავტორი: Phil Jones
26 ოქტომბერი 2017 18:10
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
თუ იყიდეს მოუწევს მეორე გუნდში თამაში, დარწმუნებული ვარ ვერ გაქაჩავს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top