თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2017, 10:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1887,
კომენტარები: 7
ჟოზეს ვერდიქტი სათასო გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიოს კომენტარი მატჩის შემდგომ.
ჟოზეს ვერდიქტი სათასო გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის გამარჯვებით ქარაბაო თასზე "სუონსისთან" მატჩში, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

"წითლებმა" შაბათს განცდილ მარცხს 2-0 გამარჯვებით უპასუხეს ჯესი ლინგარდის დუბლის წყალობით და ახლა ელოდებიან სამშაბათის კენჭისყრას, სადაც მათი მომდევნო მეტოქე გაირკვევა ტიტულის დაცვისკენ მიმავალ გზაზე.

ლინგარდის ორი გოლი

"ჯესიმ კარგად და დიდი თავისუფლებით ითამაშა. ვცდილობდით, ზურგიდან კარგი დაცვა აღმოგვეჩინა მისთვის ანდერ ერერას გამოცდილებისა და სკოტ მაკტომინეის ძალისხმევით. ორი თავდამსხმელი ვათამაშეთ დიდი ენთუზიაზმით და ამან კარგი დინამიკა მოგვცა. ტიტულს მაქსიმალურად დავიცავთ და ახლა მეოთხედფინალში ვართ. ესეც ასე, ახლა ბედნიერები ვართ."

პასუხი "ჰადერსფილთან" მარცხზე

"პირველივე წუთებიდან სოლიდურად და პროფესიონალურად მივუდექით საქმეს. მატჩს ყოველთვის ჩვენ ვაკონტროლებდით. გუნდისა და ინდივიდუალური ფეხბურთელების თამაშით მოხარული ვარ."

400 მატჩი ინგლისურ ფეხბურთში

"რა თქმა უნდა, ახლაც ისევე ვღელავ, როგორც პირველ მატჩზე, მაგრამ 2004 წელი დიდი ხნის წინ იყო. ვფიქრობ, ისევ ისეთი ვარ, მაგრამ ახლა უფრო ჩამოყალიბებული და განსხვავებული ხედვა მაქვს მოვლენებისადმი, თუმცა ისევ ის ვარ - გამარჯვება მსურს და მძულს წაგება."

მოხარულია ფეხბურთელების ხედვით

"დიახ, პირველივე წუთებიდან ვგრძნობდით, რომ მატჩში ვიყავით, რამდენიმე კუთხური მოვიპოვეთ, მოედანზე პრესინგს მაღლა ვაწარმოებდით და კარგი იყო."

ძალიან ადვილი იყო?

"არა, არა მგონია. ვფიქრობ, მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ბევრი არჩევანი აქვთ. როგორც მანამდე ვამბობდი, ფეხბურთელებს შორის დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ჩვენ მართლაც კომფორტულად ვგრძნობდით თავს. მიდგომა ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, რომერომ და სმოლინგმა დიდი სტაბილურობა შეგვძინეს."
ახალი ამბები, ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
25 ოქტომბერი 2017 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
kai sparingi iyo :)
0
№2
ავტორი: Svanchester
25 ოქტომბერი 2017 11:16
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ტუანზებემ და მაკტომინიმ შექება დაიმსახურეს, ლინგარდმა გაილაღა
0
№3
ავტორი: gache1991
25 ოქტომბერი 2017 11:23
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კიდე ერტხელ დამტკიცდა რო ტუანზებეს პრაქტიკა და გამოცდილება როგორც კი ექნება ზალიან მაგარი ბიჭია,რამსიგრზე ფეხები აქ:)) კაი იყო რო ზემოთ აპრესინგებდნენ,,იმედია მიხვდა მოუ რო მაგით დიდი პლიუსი აქ სიტის ნაპოლის და ეგეთ გუნდებს ვინც ეგრევე მეკარესაც კი ავიწროებენ:))ინდეპენდიენტეს ეწერა რო მარსიალტან და ერერასთან ქონდა ყველა მძიმე ლაპარაკიო ჰადერსფილდტან ტამაშის მერეო:) და რავიცი მემგონი ეტყობოდათ:)) ამ ლინდელოფს არაფერი ეშველება:))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2017 11:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოიგეს
0
№5
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2017 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Ese martivad ravii imena gaseirneba iyoo)))
0
№6
ავტორი: gaga1987
25 ოქტომბერი 2017 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან კარგი ვარჯიში გამოუვიდათ ტოტენჰემთან თამაშის წინ.სტი დაიგალა და იმედია ქულებს დაკარგავს.ტოტეს დგესააკვს თამაში და იმედია ეგენიც დაიღლებიან ))))))))))) უეჭველი უნდა მოუგოთ ტოტეს და ცხრილშიც მოვიშორებთ.
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
25 ოქტომბერი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მემგონი დროა სიტიმ წამოიკრას ფეხი 10 ტურში რაგაც გუშინ გაუმართლათ და ისე გავიდნენ შემდეგ ეტაპზე სიტიმ მინიმუმ ფრე რო ითამაშოს და ჩვენ 3 ქულა დავდოთ ჩვენივე სტადიონზე გაგრძელდება გონკაობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top