ფიფას 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელი "რეალის" დამრიგებელი ზინედინ ზიდანი გახდა, "იუნაიტედის" სომეხ შემტევმა ჰენრიხ მხთარიანმა რომელიც თავისი ეროვნული ნაკრების კაპიტანია, თავისი ხმა ჟოზე მოურინიოს არ მისცა.
შარშანდელი სეზონი "იუნაიტედისთვის" წარუმატებელი ნამდვილად არ ყოფილა, მათ ჩემპიონთა ლიგაზე დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ტურნირი ევროპა ლიგა მოიგეს, ამასთანავე ინგლისის ლიგის თასი, რათქმაუნდა ამ ტიტულების მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა "იუნაიტედის" სომეხ შემტევმა ჰენრიხ მხითარიანმა, ჟოზე მოურინიოზე რომ არაფერი ვთქვათ.
თუმცა ჰენრიხმა ფიფას ეგიდით ჩატარებულ წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე, ხმა არა ჟოზეს არამედ ზინედინ ზიდანს, მასიმილიანო ალეგრის და ლეონარდო ჟარდიმს მისცა.
შეგახსენებთ წლევანდელ სეზონში წარმატებული სტარტი აქვს "იუნაიტედს", როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე პრემიერ ლიგაში, მათ ლიგაზე 3 ჩატარებული შეხვედრიდან 9 ქულა აქვთ, ხოლო ქვეყნის ჩემპიონატში სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "სიტის" 5 ქულით ჩამორჩებიან.
წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.