"იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევი მარკუს რეშფორდი, Golden Boy-ის დაჯილდოებაზე განმცხადებელთა სიაში მესამე ადგილს დაჯერდა, აღნიშნულ დაჯილდოებას იტალიური გამოცემა Tuttosport ყოველწლიურად ატარებს.
გამრაჯვებული კი "პსჟ"-ს ახალგაზრდა ნიჭიერი შემტევი კილიან მბაპე გახდა, მეორე ადგილი გერმანული "დორტმუნდის" ყოფილ თავდამსხმელს უსმან დემბელეს ხვდა წილად, რომელიც ცოტა ხნის წინ "ბარსელონაში" გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მარკუს რეშშფორდმა მეორე ადგილი აიღო იგივე დაჯილდოებაზე, რომელიც რენატო სანჩესმა მოიგო, რენატო წლევანდელ სეზონში "სუონსის" ღირსებას იცავს.
წარმოგიდგენთ ევროპის მაშტაბით Golden Boy-ის 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელიც ზემოხსენებულ იტლიურმა გამოცემამ Tuttosport-მა გამოავლინა: კილიან მბაპე ("პსჟ"/"მონაკო", საფრანგეთი), უსმან დემბელე ("ბარსელონა"/"დორტმუნდი", საფრანგეთი), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), გაბრიელ ჟეზუსი ("სიტი", ბრაზილია), ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი", იტალია), კრისტიან პულიშიჩი ("დორტმუნდი", აშშ), კასპერ დოლბერგი ("აიაქსი", დანია), ემრე მორი ("სელტა"/"დორტმუნდი", თურქეთი), ფედერიკო კეზა ("ფიორენტინა", იტალია), როდრიგო ბენტანკური ("იუვენტუსი"/"ბოკა-ხუნიორსი", ურუგვაი).
გამოკითხვაში მონაწილეობა, ევროპის მასშტაბით წამაყვანმა სპორტული ჟურნალებისა და გაზეთების 30 ჟურნალისტმა მიიღო.
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.