აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ "ბარსელონა" აქტიურად აკვირდებოდა ანდერ ერერას და "იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის გადაბირება სურდა, თუმცა დღეს გავრცელებული ცნობით, კატალონიელებმა ერერასთან დაკავშირებით ყოველგვარი ტრანსფერის მცდელობა შეწყვიტეს.
მოგეხსენებათ ერერა ძირითადად დაცვითი სტილის ნახევარმცველია, ხოლო "ბარსელონაში" გადაწყვიტეს შემტევი ნახევარმცველის დამატება, რომელიც შეტევებს უფრო გააძლიერებს, კატალონიელთა მთავარი მიზანი კვლავ "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპ კოუტინიოს დამატება იქნება, რომლის შეძენასაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდებიან.
შეგახსენებთ ერერამ წლევანდელ სეზონში გუნდში ძირითადი ადგილი დაკარგა, ხოლო ბოლო რამოდენიმე მატჩია, ტრავმირებულ ფეხბურთელებს ცვლის და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად გვევლინება.
წყარო: euro-football.ru
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.