თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2017, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1636,
კომენტარები: 4
"იუნაიტედი" "ვალენსიას" ნახევარმცველს შეიძენს
ახალგაზრდა ფეხბურთელი მოურინიოს მორიგი სასურველი ფეხბურთელია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვალენსიასთან" ნახევარმცველის, კარლოს სოლერის ტრანსფერის თაობაზე 30 მილიონ ფუნტიანი მოლაპარაკებები წამოიწყო.

ჟოზე მოურინიოს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და სურს, რომ ტრანსფერი მომდევნო სეზონის დაწყებამდე შედგეს.

სეზონის ბოლოს მარუან ფელაინი, ანდერ ერერა და მაიკლ კერიკი თავისუფალი აგენტები გახდებიან, ვინაიდან მათი მოქმედი კონტრაქტის ვადა იწურება, თუმცა ჯერ კიდევ შესაძლებელია მათთან ახალი შეთანხმების მიღწევა.

20 წლის სოლერს კი მოურინიო პოლ პოგბასა და ნემანია მატიჩის გრძელვადიან პარტნიორად მოიაზრებს მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს "ღამურებთან", რათა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დიდ კონკურენციას არ წააწყდეს.

"ვალენსიას" სარეზერვო გუნდიდან პირველ გუნდში გადასვლის შემდეგ, სოლერი ორი წელია, რაც რეგულარულად ასპარეზობს ლა ლიგაში, მისი გამოსასყიდი თანხა კი 75 მლნ. ფუნტია, რისი გადახდის შემთხვევაშიც ესპანური კლუბი უყოყმანოდ მიიღებს ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილებას.

წყარო: thesun
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 ოქტომბერი 2017 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Esec Kaia magram is guedeshiia dzalian magarii
0
№2
ავტორი: Svanchester
23 ოქტომბერი 2017 14:52
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
Ar vici dzmebo amaze verafers vityvi am fexburtelis shemoqmedebas ar davkvirvebivar
0
№3
ავტორი: makaveli
23 ოქტომბერი 2017 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: ikeoni
Esec Kaia magram is guedeshiia dzalian magarii

ეგ პესეჟეს საკუთრებაა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
24 ოქტომბერი 2017 00:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წელს ვალენსია სასწაულ ფორმაშია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top