თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2017, 09:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1508,
კომენტარები: 8
მოურინიომ "ბენფიკას" მცველის კანდიდატურა მოიწონა
ალეხანდრო გრიმალდო მოურინიოს ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატია.
მოურინიომ
Record-მა შაბათს დიდი ამბები გაავრცელა და გასული კვირა "ევერტონისა" და ვილიამ კარვალიოს დაკავშირებაში, შემდეგ კი ამ ამბის უარყოფაში დახარჯა, თითქოს არასდროს დაუწერიათ ეს ამბავი პირველ გვერდზე და უბრალო შეცდომა იყო.

ამჯერად კი უარყოფა უფრო რთული იქნება, ვინაიდან პორტუგალიური მედიის ადრესატი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა. გამოცემა აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს კლუბს ალეხანდრო გრიმალდო სურს.

Record-ი დაბეჯითებით ვერ ამბობს, რომ "იუნაიტედი" მაინცდამაინც გრიმალდოს აკვირდება, ვინაიდან ინგლისურ გრანდს "ბენფიკას" თითქმის ყველა მატჩზე ჰყავს წარმომადგენელი გაგზავნილი.

მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივი მედია აქტიურად აშუქებს გრიმალდოს პროგრესსა და მარცხენა მცველობის უნარს. ამან კი იმდენად მოხიბლა მოურინიო, რომ 22 წლის მცველის კანდიდატურა მოიწონა და შესაბამის პირებს მასზე მეთვალყურეობა დაავალა.

ლუკ შოუს გამუდმებული ტრავმისა და არადამაკმაყოფილებელი ასპარეზობის ფონზე "იუნაიტედის" მწვრთნელი გრიმალდოს შეძენას კარგ გადაწყვეტილებად მოიაზრებს, მითუმეტეს, რომ მას ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ყოფნის დროიდან აქებენ, სადაც პროგრესირებაში ტრავმამ შეუშალა ხელი.

გასულ სეზონში ალეხანდრომ 14 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის ჩემპიონატში, რასაც მიმდინარე სეზონში 3 მატჩი დაუმატა ამავე ტურნირზე და სამიც ჩემპიონთა ლიგაზე.

მედიის ცნობით, გრიმალდოს ფასი 40 მლნ. ევრო იქნება.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
23 ოქტომბერი 2017 09:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mcveli ro gvchirdeba faqtiaa :) jonsi da bailis imedi maq marto danarchenebiis araa da jonsibsul trvianobs kide
0
№2
ავტორი: manubro
23 ოქტომბერი 2017 11:23
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ეს მეც მაგრად მომეწონა მარცხენა მცველად ძალიან კარგად და ზუსტად მოქმედებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№3
ავტორი: ana maniu
23 ოქტომბერი 2017 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
jonsi jonsi jonsi da gvaq marto datranvuli mcvelis saxeli chen verafershi gavgia ra ubedurobaaa
0
№4
ავტორი: gache1991
23 ოქტომბერი 2017 12:18
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Lindelofis mere benfikadan agaravis moviyvandi:)) tips luizaoc ki jobda 700wlis Ari da ra dainaxes amashi ver vxvdebi..roxo chadges sharshandel formashi da baili jonsis mere smolingi roxoze uketes zamenaze ver dasvav
0
№5
ავტორი: ikeoni
23 ოქტომბერი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Ra 40 milioni ))$)
0
№6
ავტორი: Svanchester
23 ოქტომბერი 2017 14:53
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
კარგი იქნება
0
№7
ავტორი: shotkin
23 ოქტომბერი 2017 17:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: stepno
mcveli ro gvchirdeba faqtiaa :) jonsi da bailis imedi maq marto danarchenebiis araa da jonsibsul trvianobs kide

როხო მშვენიერი იყო შარშან და ეგრე თუ გააგრძელა როხოს იმედად ყოფნაც შეილება და ამდენი ცენტრალური მცველი რაუბედურებაა სმოლინგიც კაია სკამიდან!!
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 ოქტომბერი 2017 00:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ იყო ცუდი მანჩესტერთანაც კარგად ითამაშა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top