მოგეხსენებათ, შვედ ფეხბურთელს ტრავმის შემდეგ გარკვეული დრო გაუცდა. ბევრის აზრით, ეს ტრავმა მისთვის საფეხბურთო კარიერის დასასრულის მომტანი იქნებოდა, თუმცა არა თუ დასასრული, ზლატანს მისმა ამჟამინდელმა კლუბმა "იუნაიტედმა", კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.
ეს უკანასკნელი კი ტრავმის მოშუშებას წარმატებით ახერხებს, ხოლო მოედანზე გამოსვლას მალე შეძლებს. ზლატანის შესახებ პოზიტიურ კომენტარს მისი აგენტი, მინო რაიოლა აკეთბს და იუწყება, რომ შვედი, მინიმუმ 5 ან 6 წლის განმავლობაში შეძლებს ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაშს.
იბრაჰიმოვიჩს შესანიშნავი სადებიუტო სეზონი ჰქონდა "იუნაიტედის" შემადგენლობაში, მან 46 ჩატარებულ შეხვედრაში 29 გოლის გატანა შეძლო, ხოლო სეზონის დასრულებაში ხელი მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ევროპა ლიგაზე "ანდერლეხტის" წინააღმდეგ, სადაც მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ზლატანმა ასეთი ტრავმა მიიღო, იყო იმის საშიშროებ,ა რომ კლუბს კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა, მაგრამ "იუნაიტედმა" შვედთან კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.
მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი უკვე 36 წლის არის, ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას მიაჩნია, რომ ის მინიმუმ 40 წლამდე შეძლებს ფეხბურთის თამაშს და ხუმრობით ისიც დაამატა, რომ ამ დროის მანძილზე იბრაჰიმოვიჩი მას ფინანსური თვალსაზრისითაც გააძლიერებს.
"მას ძალიან ძლიერი ორგანიზმი აქვს, ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულებაზე ლაპარაკი მისთვის ჯერ ადრეა. მე მისთვის უკვე წლებია ვმუშაობ, ვფიქრობ, ეხლა ჩემი ჯერია, დროა მან იმუშაოს ჩემთვის, ჩვენ შევთანხმდით, რომ ის მინიმუმ 5 წლის მანძილზე კიდევ შეძლებდა თამაშს".
რაიოლა იმედოვნებს, რომ იბრაჰიმოვიჩთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს.
წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.