თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2017, 08:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1306,
კომენტარები: 9
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ დაადასტურა, რომ მარკუს რეშფორდი ითამაშებს.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ მარკუს რეშფორდი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰადერსფილდის" მატჩისთვის მზად არის.

რეშფორდმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ბენფიკას" წინააღმდეგ პორტუგალიაში გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც 76-ე წუთზე ენტონი მარსიალს დაუთმო მოედანზე ადგილი, რისი მიზეზიც მწვრთნელის თქმით შესაძლო მუხლის პრობლემა გახლდათ.

საბედნიეროდ, მწვრთნელმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ახსნა, რომ რეშფორდი კარგადაა და მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

"არავინ გვიბრუნდება. იმავე რაოდენობის ფეხბურთელები გვყავს, რაც "ბენფიკასთან" გვყავდა."

მოურინიოს სიტყვები ნიშნავს, რომ ფილ ჯონსიც შეძლებს თამაშს, ვინაიდან "ბენფიკასთან" შეხვედრაში ის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მისი და ერიკ ბაიის არყოფნაში დაცვის ცენტრალური ხაზი კრის სმოლინგმა და ვიქტორ ლინდელეფმა დაიკავეს.

ჟოზეს ასევე ჰკითხეს პოლ პოგბას შესახებ, რაზეც უპასუხა: "პოლი არ არის აქ, არ ვიცი, როდის დაბრუნდება. არც ის ვიცი, როდის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ წარმოდგენაც კი არა მაქვს."

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: nika_nikusha
21 ოქტომბერი 2017 09:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
იმედია ჰადერსფილდთანაც ქულაზე არ გვათამაშებ derpneutral
0
№2
ავტორი: Svanchester
21 ოქტომბერი 2017 11:22
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ვნახოთ იქნებ დადო კიდევ ერთხელ 0-4
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 ოქტომბერი 2017 11:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბას ტრამვა უკვე ძაან გაიწელა
0
№4
ავტორი: Goga7
21 ოქტომბერი 2017 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ძაან აგდებულათ ხო არ მოგეჩვენათ პოგბაზე საუბარი?მწვრთნელს წარმოდგენა არააქვს პოგბას დაბრუნება როდის იქნება შესაძლებელი?როდის ბრუნდება და ა.შ?იბრასი ხო იცის?რაღაც არ მესიამოვნა....
1
№5
ავტორი: gache1991
21 ოქტომბერი 2017 13:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
[quote=Goga7]ძაან აგდებულათ ხო არ მოგეჩვენათ პოგბაზე საუბარი?
Ara imito ro ibra Karingtonze gadis reabikitacias misi titoeuli nabiji gatvlili da gawerilia.pogba kide maiamishi emzadeba da ukve sprintebs darbis da ase shemdeg sheileba suonsistanac ki iyos..

Zogadad ar axasiatebs amas tavis pexburtelebze egeti ragaceebi.kargad maxsovs felainim evertontan ro penali aikida da ver moviget da mteli msoflio landzgavda da aginebda marto es icavda:))
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
21 ოქტომბერი 2017 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
პოლის არ ყოფნა რაღაც მხრივ კარგია ერერასთვის თან ახალ კონტრაკტს თავაზობენ ერერას და ამ დროისთვის იყოს ძირიდადშიი
0
№7
ავტორი: stepno
21 ოქტომბერი 2017 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mosagebiaa da movigebt
0
№8
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არად უეჭველი იცის როდის დაბრუნდება პოგბა wink
0
№9
ავტორი: kobinio
21 ოქტომბერი 2017 19:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამას უნამუსობა ქვია რა ანგარიშიც დაფიქსირდა.უნამუსობაააა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top