თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2017, 18:43
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1545,
კომენტარები: 6
მოურინიო ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბრობს
მარკუსმა ტკივილი მუხლის არეში იგრძნო.
მოურინიო ტრავმირებულ ფეხბურთელებზე საუბრობს
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში, "იუნაიტედმა" "ბენფიკა" სტუმრად რეშფორდის გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა, ამ უკანასკნელმა თამაშის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, შეხვედრის 76 წუთზე მისი ჩანაცვლება მოურინიომ მარსიალით გადაწყვიტა.

როგორც ჩანს რეშფორდმა ტკივილი იგრძნო მუხლის არეში, რის შედეგადაც მისი შეცვლა გახდა საჭირო, ამ თემაზე წითელი ეშმაკების თავკაცმა, კლუბის ოფიციალურ არხთან გაკეთებულ ინტერვიუში ისაუბრა.

"სანამ მარკუსთან გასაუბრებას მოვახერხებდი ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ გადაღლის ბრალი იყო, რომელიც კუნთების დატვირთვამ გამოიწვია, თუმცა მოედნიდან გამოსვლისთანავე როდესაც ვკითხე მას, თუ რა აწუხებდა მიპასუხა, რომ მუხლის არეში ტკივილი იგრძნო და არჩია თავი დაეზღვია, თამაში შეეწყვიტა მანამ სანამ სამედიცინო პერსონალი არ გაარკვევს თუ რა მოხდა, დაველოდოთ სამედიცინო დასკვნას, მისი მუხლის შესახებ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ფილ ჯონსზე გეტყვით, რომ გუშინდელ თამაშში ის სათადარიგო სკამზე იჯდა და მზად იყო გუნდს ნებისმიერ მომენტში დახმარებოდა, თუმცა ამის საჭიროება არ შეინიშნებოდა, ვფიქრობ რომ თუ მან ეს ფორმა შეინარჩუნა "ჰადერსფილდთან" გასამართ შეხვედრამდე, ის აუცილებლად შეძლებს თამაშს, ხოლო რაც შეეხება ერიკ ბაიის, გეტყვით რომ დარწმუნებული არ ვარ ითამაშებს თუ არა შაბათს,მისთვის რთული იქნება ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

ვიმედოვნებ რომ ჩვენი ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან და თუნდაც "ჰადერსფილდთან" შეხვედრაში დაგვეხმარებიან, მაგრამ დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია არც ფელაინიზე და არც პოგბაზე."-
განაცხადა ჟოზემ MUTV-სთან მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
19 ოქტომბერი 2017 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეს დიდი დანაკლისია უკვე რეშის არ ყოფნა იმედია მალე დაგვიბრუნდება.. ფელას პოგბას და რეშის გარეშე ძნელია თამაში ნოემბრამდე არ გვაქ ძნელი თამაში ჰადერსფილდს სუონსის და ბენფიკას მოუგებთ რეშის ფელას და პოგბას გარეშე მოვიგებთ მარა ნოემბერი როგორც კი დადგება დაგვჭირდება ყველა იმედს გამოვთქვამ რო იბრაც დაბრუნდება დეკემბერში
0
№2
ავტორი: Svanchester
19 ოქტომბერი 2017 19:14
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ისევ ტრავმებმა თუ არ შეგვიშალეს ხელი თორე დანარჩენი ხელს ვერაფერი შეგვიშლის გავხდეთ ჩემპიონები :))))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 ოქტომბერი 2017 19:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ კიდევ არი ტრამვები :/
0
№4
ავტორი: IBRA-KADABRA
19 ოქტომბერი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ლინდელოფმა როგორ ითამაშა გუშინ?
0
№5
ავტორი: Svanchester
19 ოქტომბერი 2017 19:55
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: IBRA-KADABRA
ლინდელოფმა როგორ ითამაშა გუშინ?

კარგად გამოიყურებოდა
1
№6
ავტორი: ikeoni
19 ოქტომბერი 2017 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია მალე დაბრუნდებიან რა:((
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top