თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2017, 17:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2375,
კომენტარები: 28
შმეიხელი: "მოურინიოს ფეხბურთი მოსაწყენია"
პიტერ შმეიხელი აცხადებს, რომ მოურინიოს ფეხბურთით სიამოვნებას ვერ იღებს.
შმეიხელი:
"იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, პიტერ შმეიხელი გამოეხმაურა პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრას, სადაც ერთმანეთს ენფილდზე "ლივერპული" და "იუნაიტედი" დაუპირისპიდნენ, აღნიშნა რომ "იუნაიტედი" მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა თამაშობდეს.

"უნდა ვაღიარო რომ "იუნაიტედის" მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ჟოზე მოურინიოს თაოსნობით ძალიან მოსაწყენია, მათ თამაშებს ვგულშემატკივრობ და მინდა რომ ყოველი თამაში, რომელსაც "იუნაიტედი" ჩაატარებს მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლონ".

ვფიქრობ რომ მათ გამარჯვებების მოსპოვებლად საკმარისი რესურსი აქვთ, ამიტომ მათი მხრიდან მსგავსი სტილის ფეხბურთის ხილვა უცნაურია, მხოლოდ დროს შეუძლია გვაჩვენოს, შეუძლია კი მოურინიოს დიდ მატჩებში ამ სტრატეგიის შეცვლა უფრო შეტევითი სტილით".
- განაცხადა შმეიხელმა The Independent- თან მიცემულ ინტერვიუში.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
28 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 ოქტომბერი 2017 17:30
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დიდ მატჩებში ნამდვილად მოსაწყენია მოურინიოს ფეხბურთი.
1
№2
ავტორი: nika_nikusha
18 ოქტომბერი 2017 17:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მართალია, რატო უნდა ვეთამაშოთ ლივერპულს ქულაზე თუნდაც ენფილდზე. ნამდვილად გვაქვს რესურსი თავისივე სტადიონზე მივასექსოთ
0
№3
ავტორი: gache1991
18 ოქტომბერი 2017 17:53
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ოჰ:)) ერთი შენ და შენი გუნდი თამაშობდით 99 წლის 26 მაიისს სანახაობრივად :)) 92-ე წუთამდე :)) ამას რო აკრიტიკებ:))შედეგი იყოს და :) თუ გინდა ტონი პულისის ვესტბრომივით 1-0 მოუგიათ:))გუნდმა ყოველ მეორე გუნდს 4-0 მოუგო და გადააყოლეს ერთ ფრეს,თან სად ენფილდზე..კარაგერი არავის ევასება მარა ჩვენზე მეტი ესმის,და ზუსტად კარაგერმა გააკრიტიკა კლოპი,მოურინიოს სტილს რო აკრიტიკებს ნუ დაავიწყდება რო ჩვენც ეგრე ვთამაშOბდით ხოლმეო....აღარ უნდა ამდენი ლანძღვა და ტირილი მოუგებენ ტოტენჰემს და მერე იტყვიან საღოლ მოუსო...ეს მედროვე კაცი:) სიტიში როგორ გადავიდა:)თფუი:)

სიტისთან წაგებულ 6-1სარ მოყოლია მემგონი ამდენი ამბავი რა წაიღეს ტვინი.ადმინებს ვთხოვ ნუღარ დაბეჭდავენ ასეთ სტატიებს:) მითუმეტეს ამისთანა მედროვეების მიერ ნათქვამს:)ყელშია უკვე:)არ შეარგეს კაცს ერთი ფრე:)
3
№4
ავტორი: ikeoni
18 ოქტომბერი 2017 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
გვყოლოდა პოგბა და ფელა იქნებოდა სხვა თამაში
0
№5
ავტორი: gache1991
18 ოქტომბერი 2017 17:58
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ბოლო წლების კი არა მგონი ისტორიის საუკეთესო სტარტი გვაქ.მესამე შემთხვევაა როცა 8 ტურში 20 ქულა გვაქ და ნუ გადავაფარინებთ ამ ერთ ფრეს ყველაფერს.8 ტურში გაშვებული 2 გოლი 7 მშრალად შენახული კარი და ასე შემდეგ.საშუალოდ გატანილი 3 გოლი თამაშში და რავიცი კიდე.თამაშებს შეტევა იგებს ტიტულებს დაცვა..მეორე წელია ყველაზე ცოტა თამაშს ვაგებთ და ყველაზე ცოტა გოლს ვუშვებთ და ეს იმ ფონზე რო დაცვის აბსოლიტურად ყველა წევრმა კრაიდან ცენტრალურით დამთავრებულმა მინიმუმ 2-2 ტრამვა მიიღო და სუონსისთან ლამის დარმიანი ბლინდის დუეტი მივიღეთ დაცვის ცენტრშI მარა გუნდი ძაან სწორად მიდის,არც მოურინიოს ინტერი თამაშობდა გვარდიოლას ბარსასავით შემტევ ფეხბურთს მარა იმიტო მოიგო იმ გუნდმა ყველგან ყველაფერი..
1
№6
ავტორი: Svanchester
18 ოქტომბერი 2017 18:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
ოჰ:)) ერთი შენ და შენი გუნდი თამაშობდით 99 წლის 26 მაიისს სანახაობრივად :)) 92-ე წუთამდე :)) ამას რო აკრიტიკებ:))შედეგი იყოს და :) თუ გინდა ტონი პულისის ვესტბრომივით 1-0 მოუგიათ:))გუნდმა ყოველ მეორე გუნდს 4-0 მოუგო და გადააყოლეს ერთ ფრეს,თან სად ენფილდზე..კარაგერი არავის ევასება მარა ჩვენზე მეტი ესმის,და ზუსტად კარაგერმა გააკრიტიკა კლოპი,მოურინიოს სტილს რო აკრიტიკებს ნუ დაავიწყდება რო ჩვენც ეგრე ვთამაშOბდით ხოლმეო....აღარ უნდა ამდენი ლანძღვა და ტირილი მოუგებენ ტოტენჰემს და მერე იტყვიან საღოლ მოუსო...ეს მედროვე კაცი:) სიტიში როგორ გადავიდა:)თფუი:)

სიტისთან წაგებულ 6-1სარ მოყოლია მემგონი ამდენი ამბავი რა წაიღეს ტვინი.ადმინებს ვთხოვ ნუღარ დაბეჭდავენ ასეთ სტატიებს:) მითუმეტეს ამისთანა მედროვეების მიერ ნათქვამს:)ყელშია უკვე:)არ შეარგეს კაცს ერთი ფრე:)

ადმინები არ ბეჭდავენ ამას ადმინებს ცალკე თვისი საქმე აქვთ გარდა სტატიების წერისა, ეს სტატია მე დავწერე მემგონი გარკვევით აწერია ვინ წერს სტატიებს თავზე. ყველა სახის სტატია საჭიროა, შენ მოსაწონად ნამდვილად ვერ შევარჩევ სტატიებს ვწერ იმას რასაც საჭიროდ ვთვლი.
0
№7
ავტორი: deqstera
18 ოქტომბერი 2017 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
99 წლის ფინალს რო იხსენებთ ისიც გაიხსენეთ რა სიტუაცია იყო??
გუნდს ყავდა უძლიერესი ნახევარდაცვა ბექემი-კინი-სქოულზი-გიგზი, ცენტრშიც და ფლანგებზეც შესანიშნავი ფეხბურთელებით როგორებსაც ეხლა ვნატრობთ, ფინალში კი კინი-სქოულზი გამოგვაკლდა, რამაც გამოიწვია ბექემის ცენტრში შემოწევა და სწორედ მისი ფლანგზე დაბრუნების შემდეგ გამოასწორა იუნაიტედმა თამაში... პოგბა-კინი მაშინ ისეთი ძალა იყო იუნაიტედის ცენტრისთვის როგორიც პოგბა-ფელაინი-მატიჩი ერთად არარიან!!
0
№8
ავტორი: Svanchester
18 ოქტომბერი 2017 18:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ვცდილობ განახლებული ინფორმაციები მოგაწოდოთ და საიტი სრუმ სამუშაო რეჟიმში იყოს. მე მწერალი ვარ ადმინები აქ არიან და თუ სტატია მანჩესტერს ეხება ნებისმიერი სტატია მისაღებია. რაც საჭირო არ არის მეტყვიან ადმინები და არ დავწერ.
3
№9
ავტორი: giorgi_mg
18 ოქტომბერი 2017 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Svanski
დიდ მატჩებში ნამდვილად მოსაწყენია მოურინიოს ფეხბურთი.

მეც გეთანხმებით, მაგრამ დრო უნდა ყველაფერს, შარშან საშინელი იყო წელს ცოტა უკეთესია იქნებ მომავალ სეზონში დიდ გუნდებსაც დავახიოთ ბურთი თავზე )))
0
№10
ავტორი: Svanchester
18 ოქტომბერი 2017 18:24
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: Svanski
დიდ მატჩებში ნამდვილად მოსაწყენია მოურინიოს ფეხბურთი.

მეც გეთანხმებით, მაგრამ დრო უნდა ყველაფერს, შარშან საშინელი იყო წელს ცოტა უკეთესია იქნებ მომავალ სეზონში დიდ გუნდებსაც დავახიოთ ბურთი თავზე )))

იმედია დავახევთ კიდეც ძმაო
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top