"რეალის" უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი, მომავალ წელს "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება -იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" თავკაცი ჟოზე მოურინიო ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორია. პორტუგალიელი უკვე დიდი ხანია აკვირდება ბეილს და მას ყოველთვის სურდა, უელსელის ხილვა თავისი გუნდის შემადგენლობაში, ხოლო მომავალი წელი შესაფერის დროდ მიაჩნია იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი შედგეს. შეგახსენებთ, "რეალმა" ბეილის სატრანსფერო ფასი, 99 მილიონი ევრო დაასახელა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "რეალს" დიდი ხანია "იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა სურს, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, ხოლო ამ ტრანსფერს "რეალი" წლებია ვერ ანხორციელებს. "იუნაიტედში" შიშობენ რომ ამ ფაქტმა, შესაძლოა, ბეილის ტრანსფერს ხელი შეუშალოს.