ევროპული პრესა აქტიურად ალაპარაკდა მოურინიოს პსჟ-ში სამომავლოდ გადასვლაზე, ეს მას შემდეგ რაც, პორტუგალიელმა პსჟ-ს შესახებ აზრი ფრანგულ სატელევიზიო არხთან TF1-თან მიცემულ ინტერვიუში გამოხატა, თუმცა BBC-ის სპორტული კომენტატორი, საიმონ სთოუნი ირწმუნება, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მოურინიოსა და "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას შორის, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება.
Telefoot-თან ჟოზე მოურინიომ შემდეგნაირი განცხადება გააკეთა: "მე კვლავ მამოძრავებს ამბიციები, რომელიც ჩემს სამწვრთნელო კარიერას უკავშირდება. ყოველთვის მაქვს სურვილი, გავაკეთო რაიმე ახალი. ამჟამად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერას "იუნაიტედში" არ დავასრულებ".
ჟოზემ ასევე რამოდენიმე საქებრი სტყვა არ დაიშურა ფრანგული პსჟ-ს მიმართ. ეს კი შეიძლება სკანდალის მიზეზი გახდეს, განაცხადა სთოუნმა და ასევე დაამატა ისიც, რომ კლუბმა მოურინიოსთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა ავტომატურდ 1 წლის გახანგრძლივებით, ასე რომ სანამ მინიმუმ 2020 წელი არ გახდება, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლაზე საუბარი ზედმეტია.
მარტივად შესაძლებელია ის, რომ მოურინიოსთან მოლაპარაკებები ახალ კონტაქტზე, მისი ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვმდე დაიწყოს.
რა თქმა უნდა, მას გარკვეული იმედგაცრუებები აქვს, გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან და ეს ძირითადად სატრანსფერო პოლიტიკას ეხება, კერძოდ, პორტუგალიელი უკმაოფილია იმით, რომ კლუბმა ვერ შეიძინა ინტერის შემადგენლობაში მოათამაშე ივან პერიშიჩი. ასევე შესამჩნევი იყო ის ფაქტიც, რომ "ლივერპულთან" დაპირისპირების შემდგომ ჟოზემ ინტერვიუ არ მისცა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელეარხს MUTV-ის, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელი სადმე წასვლას აპირებს ახლო მომავალში, მას არ დავიწყებია ის სიტყვები, რომელიც მან "უნაიტედში" მოსვლისთანავე თქვა, რომ დიდი ხნის მანძილზე სურს დარჩენა "ოლდ ტრაფორდზე".
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.