ჟოზე მოურინიოს განცხადებით, "იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა ეროვნულ ნაკრებში დისკომფორტს განიცდის.
"პოგბა უნიჭიერესი ფეხბურთელია, მას აქვს შესაძლებლობა, უნარი, იმისა რომ შექმნას საფეხბურთო ისტორია, "იუნაიტედს" ყავს დაბალანსებული ფეხბურთელები მოედნის ცენტრში, რომლებიც თითოეულ თამაშში კარგად მოქმედებენ, ქმნიან შეტევაში სივრცეებს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეეხება საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს, ვფიქრობ რომ პოგბა მანდ ბედნიერი არ არის, მას შესაფერისი პარტნიორები არ ყავს".- განაცხადა ჟოზემ Sky Sports- თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ აქვე იმასაც, რომ პოგბას ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არ გაუტანია.