შეგახსენებთ პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში, ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები "ლივერპული" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ და როგორც ყოველთვის ამ შეხვედრასაც მცირე ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია.
საქმე ეხება მომენტს, როდესაც "იუნაიტედის" ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუსა და "ლივერპულის" მცველს, დეჟან ლოვრენს შორის მცირე შეჯახება მოხდა, კერძოდ რომელუ მეტოქეს უხერხოულად დაეჯახა, ხოლო ამის შემდეგ სახეში ფეხი მოუხვდა, რის შედეგადაც, ლოურენი გაზონზე გაწვა და რამოდენიმე ხანი დაჭირდა თამაშს დაბრუნებოდა, მისთვისდა საბედნიეროდ ამას სერიოზული ტრავმა არ მოყოლია, ლოვრენმა თამაშის გაგრძელება ჩვეულებრივ შეძლო.
როგორც ჩანს საფეხბურთო ასოციაციამ, ეს ფაქტი სერიოზულად არ ჩათვალა და მის განხილვასაც არ აპირებს, აქედან გამომდინარე ლუკაკუს არანაირი საფრთხე არ ემუქრება დისკვალიფიკაციისა.-იუწყება Sky Sports.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.