"იუნაიტედის" ღირსების ლეგენდარულმა ყოფილმა დამცველმა, რიო ფერდინანდმა წითელი ეშმაკების ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი მარკუს რეშფორდი შეაფასა და განაცხადა რომ ის ისეთივე კარგი უნდა იყოს როგორიც მბაპე და დემბელე არიან.
'მას უზარაზარი ნიჭი აქვს, ის ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებს, მარკუსი თანდათან იზრდება და ყალიბდება, ის მშიერია, მას აქვს წყურვილი იყოს შესანიშნავი, იყენებს ნებისმიერ შანსს რომელიც ეძლევა, ის არის ფეხბურთელი რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც "იუნაიტედისთვის', ასევე ინგლისის ეროვნული ნაკრებისთვისაც.
თუ შევადარებთ რეშფორდს, მბაპესთან და დემბელესთან, პოტენციურად მივიღებთ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ეს უკანასკნელნი არიან, მაგრამ დემბელემ და მბაპემ უკვე მოახდინეს მათი ძალების დემონსტრირება და საკუთარი ნიჭიერების ჩვენება ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო რეშფორდს მართებს ეს მკაფიოდ დაანახოს ყველას, მას ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენა მართებს".- ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს football365.