შეგახსენებთ პრემიერ ლიგის მერვე ტურში ერთმანეთს, ისტორიული მეტოქეები, "ლივერპული" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა და შეხვედრა 0-0 დასრულდა. ამის შესახებ კომენტარი მერსისაიდელთა ნახევარმცველმა ემრე ჩანმა გააკეთა.
"ჩვენ მთელი 90 წუთი ვდომინირებდით სტადიონზე, შეგვეძლო მანჩესტერის დამარცხება, გვქონდა კარგი მომენტები რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით, ხოლო მოწინააღმდეგემ მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ ზუსტად, რომელიც ლუკაკუმ განახორციელა, ეს იყო და ეს.
განმეორდა მსგავსი ისტორია, რომელიც "ნიუკასლთან" შეხვედრაში მოხდა, ვფიქრობ რომ მცირე ნაბიჯი გადავდგით სწორი მიმართულებით, ჯერ ადრეა "ლივერპულის" შესახებ დასკვნების გამოტანა, რადგან მთელი სეზონი წინაა, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ახლა მხოლოდ მომავალ თამაშზე ვფიქრობთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".- ციტირებს SFR Sport ემრე ჩანის სიტყვებს.
შეგახსენებთ "ლივერპულს" არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცხრილის სათავეში მყოფთ და 13 ქულით მერვე ადგილს იკავებს.