"იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ ცდილობს დაკარგული ფორმა დაიბრუნოს, ამისთვის ყველა შესაძლო შანსს ხელიდან არ უშვებს. "ვესტ ჰემისა" და "იუნაიტედის" რეზერვისტებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელიც შოუმ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას რომ ის უბრალოდ მთავარ გუნდში დასაბრუნებლად მზად არ არის.
საფეხბურთო ექსპერტები მის უნაკლო ფორმაში შესვლას ეჭვობენ ამ ეტაპზე, 22 წლის ფეხბურთელი ტრავმების შემდეგ ვერ ახერხებს იდეალურ ფორმაში შესვლას, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შოუს ტრამვები ამ ეტაპზე არ აღენიშნება, მაგრამ საჭიროა მთავარ გუნდში დაბრუნება, ხოლო ამისთვის იდეალური ფორმა, რაც მას ნამდვილად არ აქვს.
"შოუს არ ეტყობა ფიზიკური მზადყოფნა, ამ შეხვედრაში ის ძალიან ცუდად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რათქმაუნდა შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ მან მისთვის უცხო გარემოში უცხო პარტნიორებთან ერთად ითამაშა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ უცნობია თუ როგორ ითამაშებს ის თავის თანაგუნდელებთან, მაგრამ თუ მას სურს რომ მთავარი მწვრთნელის, მოურინიოს ყურადღება მიიქციოს საჭიროა მეტი მონდომება, ბრძოლა და თავდაუზოგავი შრომა, მაგრამ ამ ეტაპზე მას არ აქვს შანსი მთავარ გუნდში მოხვედრის. მან ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოს წარმატების მისაღწევად." -იუწყება Manchester Evening News.
წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.