"წითელ ეშმაკებმა", პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 8 ტურის შეხვედრაში, "ენფილდზე" "ლივერპულთან" გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს, მაგრამ მოპოვებული 1 ქულით, მათ 20 ქულა დაუგროვდათ და კლუბის რეკორდი გაიმეორეს.
კერძოდ, საწყის რვა ტურში გუნდმა სულ ორჯერ შეძლო 20 ქულის მოპოვება, პირველად 1999/2000 წლების სეზონში, ხოლო მეორედ 2011/2012 წლებში.
კლუბის პორტუგალიელი თავკაცი, ჟოზე მოურინიო მხოლოდ მეორე სეზონია, რაც გუნდს სათავეში უდგას, ხოლო ამ რეკორდის განმეორება ნამდვილად მოასწავლებს გუნდის კარგ ფორმასა და სტაბილურობას წლევანდელ სეზონში.
"იუნაიტედის" მომდევნო მეტოქე პრემიერ ლიგაში, დებიუტანტი "ჰადერსფილდია."