პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც "ენფილდზე" "ლივერპული" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ საბოლოო ანგარიში 0-0 დაფიქსირდა.
ჟურნალისტებითვის მიცემულ ინტერვიუში "წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა განაცხადა, რომ მისი გუნდით და მოპოვებული ქულით კმაყოფილია.
"ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს კარგ ფორმაში იყო, სტადიონზე მოთამაშე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ მათ ჩვენი თამაში შევთავაზეთ, სივრცეების შექმნის უფლება არ მივეცით და სასურველ მიზანს მივაღწიეთ. გუნდმა ჩემი მითითებები სწორად და კარგად შეასრულა, რითაც კმაყოფილი დავრჩი.
თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, გვქონდა კარგი მომენტი მეტოქის კარის ასაღებად, მაგრამ ბოლო მომენტში სიზუსტე დაგვაკლდა. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მეორე ტაიმში ნემანია მატიჩი შედარებით დაიღალა, რაც მისმა შრომისუნარიანობამ განაპირობა, მინდოდა მისი შეცვლა, მაგრამ სათადარიგო სკამზე მე არ მქონდა როტაციის შესაძლებლობა, ასე რომ მას მოუწია ძალების ბოლომდე მოკრება და ბოლომდე თამაში. შევეცადე, ცვლილებით შეტევა გამეძლიერებინა, მაგრამ საბოლოოდ მკაფიო ცვლილების შეტანა და საგრძნლობლად შეტევის გაძლიერება ვერ მოხერხდა, საბოლოოდ ჩვენ საკუთარ ნახევარზე მოგვიწია მეტი მოძრაობა, ვიდრე შეტევაში.
ალბათ გაინტერესებთ, თუ რატომ მოხდა ისე, რომ გუნდმა კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ შეძლო დარტყმის განხორციელება. "ლივერპულის" ნახევარდაცვა დღეს კარგად გამოიყურებოდა და ეს სწორედ ამან გამოიწვია, მომენტებში ისინი ჩვენზე სწრაფად მოქმედებდნენ, რის შემდეგაც ძნელდებოდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოება. ჩვენ ამ შეხვედრაში სხვაგვარად ვერ ვითამაშეთ, აქედან გამომდინარე კმაყოფილი ვარ მოპოვებული 1 ქულით."-ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC Sport.
შეგახსენებთ მერვე ტურის ჩემდეგ "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე 20 ქულით იმყოფება, ხოლო "ლივერპული" მეშვიდე პოზიციას იკავებს, ცხრილს კი "სიტი" ლიდერობს 22 ქულით.