დღეს გაიმართა პრემიერ ლიგის მერვე ტურის შეხვედრა, სადაც “ენფილდზე” ერთმანეთს "ლივერპული" და "იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ, ანგარიშით 0-0 დამთავრდა.
ეს შეხვედრა "იუნაიტედის" მარჯვენა მცველისთვის, ანტონიო ვალენსიასთვის ერთი ჩვეულებრივი თამაში არ ყოფილა, ამ მატჩმა ანტონიო რეკორდსმენად აქცია. კერძოდ, ეკვადორელი გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც "იუნაიტედის" შემადგენლობაში დღეს მე-300 შეხვედრა ჩაატარა.
შეგახსენებთ, ვალენსია "იუნაიტედში" 2009 წელს გადმობარგდა, მას თავდაპირველად სხვა სათამაშო პოზიცია ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია.
წყარო:www.euro-football.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.