თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2013, 22:19
ავტორი: ViDa,
ნანახია: 5052,
კომენტარები: 8
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)
ბავშვებმა მაინც შეძლეს ამის გაკეთება
ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)
"უდიდესი წიგნი უდიდეს მწვრთნელზე. საუკეთესო წიგნი ფეხბურთზე, რაც ოდესმე მეჭირა ხელში."

www.amazon.co.uk


1995 წლის ზაფხულში ალექს ფერგიუსონმა ჩაატარა ძალიან სარისკო ოპერაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ოლდ ტრაფორდზე. წარუმატებელი სეზონის შემდეგ, რომელიც ტიტულების გარეშე დასრულდა, ფერგიმ გადაწყვიტა სამი ფეხბურთელის გაშვება გუნდიდან და მათ ნაცვლად ახალგაზრდები მოიყვანა. ეს სამი ფეხბურთელი მარკ ჰიუზი, პოლ ინსი და ანდრეი კანჩელსკისი გახლდათ. მათ ნაცვლად მოვიდნენ პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და დევიდ ბექჰემი. გულშემატკივრები გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ: ინსის გაყიდვა მილანის ინტერში (8 მილიონ ფუნტად), კანჩელსკისის ევერტონში (6 მილიონი) და ჰიუზი ჩელსიში (1,5 მილიონად) მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო. ქომაგები ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ დაშალა ასეთი წარმატებული გუნდი ფერგიუსონმა და განსაკუთრებულად გაბრაზებულები იყვნენ მარკ ჰიუზის გაშვებით, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მებრძოლი ხასიათით. ამის მიუხედავად, ფერგიუსონის გადაწყვეტილება სულაც არ ყოფილა ავანტიურული, პირიქით - ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მის სამწვრთნელო კარიერაში. არცერთმა ამ სამი ფეხბურთელიდან თამაში ვერ გააუმჯობესა, მათმა გამოსვლამ ახალ გუნდებში დაადასტურა ის ფაქტი, რომ ფერგიუსონს ცუდი გადაწყვეტილება არ მიუღია.

მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ფერგიუსონმა ასე მოქცეულიყო გახლდათ ის, რომ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს აღარ შეეძლოთ წარმატება მოეტანათ იუნაიტედისთვის. ამ ვითარების შედეგად სქოულზს ცენტრში თვით როი კინთან უწევდა თამაში. წლების მანძილზე ამ დუეტმა არაერთი გამარჯვება მოუტანა იუნაიტედს:კინი შემდეგში გუნდის კაპიტანი გახდა, სქოულზი კი, ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე, რომელიც არაჩვეულებრივად ხედავს მოედანს.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)



1995 წლის მაისისთვის იუნაიტედმა მეორე ადგილზე დაასრულა პრემიერლიგა, 42 თამაშიდან 88 ქულა. ისინი დამარცხდნენ 6 მატჩში მათ შორის ერთი სახლში, გაიტანეს 77 გოლი, გაუშვეს 28-და ვერაფერი ვერ მოიგეს. მომდევნო წელს იუნაიტედმა დუბლი გაიფორმა, მოიგო პრემიერლიგა და ინგლისის თასი, ახალმა ბავშვებმა კი მთელი სეზონი ითამაშეს. 38 მატჩიდან გუნდი ექვსჯერ დამარცხდა, მაგრამ არცერთხელ სახლში, გაიტანეს 73 გოლი და გაუშვეს 35. ეს იყო სეზონი, რომელშიც ერთად გამოჩნდნენ ფეხბურთის პირამიდაზე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები:სქოულზი, ბექჰემი, ბატი და ძმები ნევილები-ყველანი ერთად "ფერგის ჩვილები". მათი უნარით, ერთგულობით და ადრე განვითარებული ნიჭით მალე მოალბეს გულშემატკივრების გულები, რომლებიც აქამდე პესემისტურათ იყვნენ განწყობილნი ჰიუზის და მისი თანაგუნდელების წასვლის შემდეგ.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)


ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)



გატარებული ახალი რეფორმის შედეგად, რომელიც გუნდში მოხდა, გამოირჩეოდა პოლ სქოულზი, რომელსაც შემდეგ "წითურა პრინცი" უწოდეს, როგორც თავის დროზე ერიკ კანტონას "მეფე ერიკი". ფერგიუსონმა საჯაროდ განაცხადა, რომ სქოულზი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია ვინც ოდესმე უნახავს და დაამატა:"თუ პოლს მოედანზე არაფერი არ გამოუვა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავიშალოთ." ეს სიტყვები აწითლებდა არც თუ ისე მაღალ ჭაბუკს, თუმცა ამის გარეშეც უკვე ნათელი იყო, რომ იუნაიტედმა ნახა ის ფეხბურთელი, რომელიც გახდება მისი ლეგენდა, მაგრამ ამავდროულად მასზე არასდროს არ იმოქმედებს ქება-დიდება.

იუნაიტედის ვეტერანმა გულშემატკივარმა სტივენ ჰეივუდმა ამასთან დაკავშირებით თქვა:"მისი პირველივე თამაშიდან ჩანდა, რომ პოლი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო. მას შეეძლო ერბინა მთელი თამაში უკვე 18 წლის ასაკში, აგრესიული მოედანზე და კონცენტრირებული მოედანზე, თუმცა სტადიონის გარეთ ისი სულ სხვანაირი იყო. იგი წყნარი და თვითკმაყოფილი იყო. ამის იგი მაგონებდა-როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც ბობი ჩარლტონს თავის პირველ წლებში ოლდ ტრაფორდზე. ბობი იყო არაჩვეულებრივი, იუნტელეკტუალური ფეხბურთელი, მაგრამ არასდროს არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. მისთვის მთავარი, მხოლოდ ოჯახი და თამაში იყო, იგივე შემეძლო მეთქვა ახალგაზრდა პოლ სქოულზზეც. არაფერი არ ჯობდა იმას, თუ როგორ ელაპარაკებოდა და ზრუნავდა ფერგიუსონი თავის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. იგი მათთვის მეორე მამა იყო-ბიჭებმა იცოდნენ, რომ ფერგიუსონს სჯეროდა მათი და ამიტომ არცერთ მათგანს შიში არ ჰქონდა."

1995/96 წლის სეზონის დასაწყისში სქოულზმა თქვა:"მე მადლიერი ვარ ფერგიუსონის იმის გამო, რომ მან მომცა შანსი თავი გამომეჩინა პირველ გუნდში. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არ ვუღალატო მას და გულშემატკივრებს. სასიამოვნო იგივე ხალხთან თამაში, ვისთანაც ახალგაზრდულში მიწევდა. ეს უფრო ამარტივებს საქმეს-ჩვენ ერთმანეთის თამაში ვიცით და ვფიქრობ, რომ მართლა მივაღწევთ წარმატებას.

რა თქმა უნდა, მას აზრადაც არ მოსვლია, თუ როგორ წარმატებულად ჩაატარებდნენ იმ სეზონს. თუმცა დასაწყისი ძალიან რთული იყო: ჩემპიონატის პირველ დღეს ისინი ვილა პარკზე დამარცხდნენ, 18 აგვისტოს ასტონ ვილამ 3:1 სძლია იუნაიტედი, ერთადერთი გოლი გაიტანა სათადარიგოდან გამოსულმა დევიდ ბექჰემა. წითლების შემადგენლობაში იყვნენ:შმეიჰელი, პარკერი, ირვინი, .ნევილი, შარპი, პალისტერი, კინი, ბატი, მაკლერი, სქოულზი და ფ.ნევილი.

იმ საღამოს ბბს-ზე ერთ-ერთ საფეხბურთო გადაცემაში გამოვიდა ლივერპულის ყოფილი მცველი ალან ჰანსენი და წარმოთქვა ფრაზა, რომელიც მას დღესაც დასდევს:"ბავშვებთან თქვენ ვერაფერს ვერ მოიგებთ". ბიჭებმა კი პასუხი 10 წაუგებელი სერიით უპასუხეს, თუმცა ისინი შემდეგ არსენალთან დამარცხდნენ, როდესაც დენის ბერკამპმა გაიტანა თავისი მეოთხე გოლი "კანონირების" შემადგენლობაში და ერთადერთი იმ მატჩში. წაუგებელი სერია დაიწყო 23 აგვისტოდან, როდესაც სახლში უესტ ჰემი დაამარცხეს და გაგრძელდა 28 ოკტომბრამდე, როდესაც მანჩესტერმა სძლია მიდლსბრო 2:1.

წაუგებელი სერიის დროს, გუნდში დაბრუნდა ბავშვების კუმირი, გენიალური ფეხბურთელი-ერიკ კანტონა. ერიკი ყოველთვის მოდიოდა ვარჯიშზე პირველი და მიდიოდა ბოლო. იგი ეხმარებოდა სქოულზს და ბექჰემს განვითარებაში, როდესაც ისინი პირველ გუნდს მიუახლოვდნენ. სქოულზი ამბობდა:"ერიკმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს თამაშზე. იგი მასწავლიდა, რომ რა ნიჭიერიც არ უნდა იყო ბუნებიდან, შენ ყოველთვის ბოლომდე უნდა ივარჯიშო. შენ ბოლომდე უნდა დაიხარჯო თამაშში და იყო პროფესიონალი, მეუბნებოდა იგი, თუ გინდა რომ რაიმეს მიაღწიო."

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)


1996/97 სეზონში დევიდ ბექჰემა სახელი გაითქვა უიმბლდონთან თამაშში, როდესაც თავისი მოედნის ნახევრიდან გაიტანა გოლი მოწინაღმდეგეს კარში. გუნდი ასევე გაძლიერდა ახალგაზრდა ნორვეგიელით-ოლე გუნარ სულცკიაერი. ახლა ბიჭები მზად იყვნენ ყველასთვის დაემტკიცებიათ, რომ შეუძლიათ წარმატების მიღწევა, როგორც ინგლისში, ასევე ევროპაში, მაგრამ 1997 წლის მაისში მათ მოუწია შეგუება იმ ფაქტზე- ლიგის მოგება მოუწევდათ კანტონას გარეშე. რაც შეეხება პოლ სქოუკლზს, მისთვის კანტონას წასვლა ძირითად შემადგენლობაში ადგილს ნიშნავდა, მაგრამ ფერგიმ ერიკის ადგილი შერინგემს დაუთმო. მაგრამ ფერგის წითურა პრინცზე სხვა გეგმები ჰქონდა, მას სურდა რომ იგი გამხდარიყო ცენტრის მეფე როი კინთან ერთად.

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

ალექს ფერგიუსონი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია თავი მე-5 (ნაწილი 1)

სქოულზმაც და შერინგემმაც სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. სქოულზი ჯავრობდა, რომ მოვიდოდა დრო როდესაც დადგებოდა საკითხი მასსა და შერიგნემს შორის, მაგრამ ეს საკითხი არავის არ წამოუყენებია. 27 სეკტემბერს 1997 წელს გუნდის ახალი კაპიტანი დაშავდა ლიდსთან მატჩში, რის გამოც იგი სეზონის ბოლომდე გამოეთიშა გუნდს. მისი ადგილი პოლმა დაიკავა, შემდეგ კი იგი მისი პარტნიორიც გახდა მოედანზე.

როგორც ხდებოდა ხოლმე კინს სულ ერთი და იგივე მიზეზი ჰქონდა მოედნის დასატოვებლად, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. მან საშინელი ტრავმა მიიღო, როდესაც იგი ლიდსის ფეხბურთელს ალფ ინგს დაეტაკა. ირლანდიელს არ დავიწყებია, თუ როგორ უწოდა მას ინგმა სიმულიანტი, როდესაც იგი მოედანზე იწვა. ჰაალანდს ეგონა, რომ კინი უბრალოდ სიმულიანტობდა და უნდოდა რომ არბიტრს იგი დაესაჯა, მაგრამ ირლანდიელის შემადგენლობაში არ ყოფნამ შემდეგ მატჩებში დაადასტურა ის ფაქტი, რომ როი კინი მართლაც ტრავმირებული იყო. ოთხი წლის შემდეგ, როდესაც გუნდის კაპიტანი დაბრუნდა, შური იძია ჰაალანდზე, რომელიც იმ პერიოდში უკვე მანჩესტერ სიტიში თამაშობდა.
ბიოგრაფიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: dachi
3 თებერვალი 2013 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
მაგარია სიტი ფრეს თამაშობს და 9 ქულით გავასწრებთ
საღოლ ავტორ მომეწონა
0
№2
ავტორი: love united
3 თებერვალი 2013 21:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჯერ მე2 ნაწილი წავიკითხე და მერე პირველი... wink არაუშავს მაინც კარგია...
0
№3
ავტორი: UTD-Rule
3 თებერვალი 2013 22:10
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ლაშა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: Luka Gelashvili
3 თებერვალი 2013 22:23
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
გატარებული ახალი რეფორმის შედეგად, რომელიც გუნდში მოხდა, გამოირჩეოდა პოლ სქოულზი, რომელსაც შემდეგ "წითურა პრინცი" უწოდეს, როგორც თავის დროზე ერიკ კანტონას "მეფე ერიკი".

წითური feel
1996/97 სეზონში დევიდ ბექჰემა სახელი გაითქვა უიმბლდონთან თამაშში, როდესაც თავისი მოედნის ნახევრიდან გაიტანა გოლი მოწინაღმდეგეს კარში.

ბექსი feel
საღოლ ვიდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Malboro463
3 თებერვალი 2013 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
ყოჩაღ ავტორ
0
№6
ავტორი: red devil
4 თებერვალი 2013 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria
0
№7
ავტორი: chonchxi
4 თებერვალი 2013 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
avtor sagool
0
№8
ავტორი: A.J.44
20 დეკემბერი 2013 07:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 364
ფერგიიიიიიი

ფერგიიიიიიი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top