"ჩვენ შესანიშნავი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, მზადყოფნაში ვართ თითოეული ფეხბურთელი, ვიდეო ანალიზი გავიარეთ, "ლივერპულის" თამაშები შევისწავლეთ, შევარჩიეთ ტაქტიკა, თუ როგორ დავუპირისპირდეთ მათ, ვფიქრობ, კარგად ვართ მომზადებულები.
ყოველ თამაშში საჭიროა კონცენტრაცია, მთელი 90 წუთის მანძილზე, საჭიროა აკონტროლებდე სიტუაციას და შეხვედრის სადავეები ხელიდან არ გაუშვა, თითოეული დეტალი საჭიროებს კარგად შესწავლას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი ძლიერი მხარეების დადებითად წარმოჩენა შევძლოთ.
"ლივერპული" ყოველთვის ცდილობს, სწრაფი გოლის გატანას დროის 10-15 წუთის მონაკვეთში, ჩვენ მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ და ვიმოქმედოთ აგრესიულად.
ეს იქნება დიდი დერბი, განსაკუთრებული თამაში ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ისინი მხარს გვიჭერენ, ხოლო ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ"- ციტირებს მატიჩის სიტყვებს "იუნაიტედის" პრეს სამსახური.