თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2017, 15:29
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3865,
კომენტარები: 11
ინგლისური დერბი: ისტორია, ფაქტები და ციტატები
პრინციპული დაპირისპირების ისტორია, ფაქტები და ციტატები.
ინგლისური დერბი: ისტორია, ფაქტები და ციტატები
შაბათს, "ენფილდზე" პრემიერ ლიგის მე-8 ტურის გამორჩეული შეხვედრა შედგება, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ადგილობრივი "ლივერპული" დაუპირისპირდებიან.

ისტორია

ზოგიერთი დაპირისპირება სპორტის ფარგლებს სცდება და ეს დერბი ამის დასტურია. ლივერპული და მანჩესტერი ინგლისის ჩრდილო–დასავლეთში მყოფი ქალაქებია, რომლებთაც ერთმანეთისაგან 35 მილი აშორებთ. ორ ქალაქს შორის დაპირისპირება სპეციფიკურ ხასიათს ატარებს: წარმატებებისა და ჩავარდნების უშეღავათო ბრძოლა, რომელიც ლიდერობისთვის მიმდინარეობდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს იყო მსოფლიოში პირველი ორი ქალაქი, რომელიც ერთმანეთთან რკინიგზამ დააკავშირა შორეულ 1830–იან წლებში. ეს მოვლენა თითქოს ამ ორი ქალაქის გაერთიანების მიზეზი უნდა ყოფილიყო და მათ ერთობლივად უნდა ებრძოლათ ლონდონისა და სახმრეთის წინააღმდეგ, მაგრამ მათ აღმოაჩინეს რომ სინამდვილეში ერთმანეთი სამხრეთელებზე უფრო მეტად სძულდათ.

მე-19 საუკუნის მიწურულს მანჩესტერი და ლივერპული ეკონომიკური მიზეზების გამო ჩრდილო-დასავლეთისთვის იბრძოდნენ. 1894 წელს მანჩესტერში გემისთვის არხები აშენდა. ეს ნიშნავდა, რომ ახლა მანჩესტერში პირდაპირი გზით შეიძლებოდა საქონლის ჩატანა და ლივერპულის გავლა საჭირო აღარ იყო. შედეგად, მრავალმა მერისეისაიდელმა დაკარგა სამუშაო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ლივერპულის სიძულვილი მანჩესტერისადმი, რაც ამ დაპირისპირების შესანიშნავი საბაბია.

ფაქტები

* პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის "ენფილდზე" გაიმართა და "იუნაიტედი" 7-0 განადგურდა. მომდევნო შეხვედრაში "იუნაიტედმა" რევანში აიღო და 5-2 სძლია მეტოქეს.

* მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს "ოლდ ტრაფორდი" განადგურდა, "ლივერპული" ორჯერ ეთამაშა "იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტის" მოედანზე.

* დერბის არსებობის განმავლობაში ერთი გუნდიდან მეორეში პირდაპირი გზით 9 ფეხბურთელი გადადიოდა. 1912 წელს ტომ ჩორლტონი იყო პირველი, 1964 წელს კი უკანასკნელი ასეთი ფეხბურთელი ფილ ჩისნელი გახდა.

* 963 მატჩიდან რაიან გიგზმა 48 შეხვედრა მერსეისაიდელებთან ჩაატარა, რაც დერბის ფერბურთელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* ამ გუნდებს შორის მატჩში ყველაზე მეტი გოლი სტივენ ჯერარდს აქვს გატანილი (8).

* "ლივერპული" "იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატში 67-ჯერ დამარცხდა - მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან.

* მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედი" ჩაიბარა, პრემიერ ლიგაში "ლივერპულსა" და მანჩესტერულ კლუბს თანაბარი, 88-88 ქულა აქვთ.

* "ლივერპული" პრემიერ ლიგის 6 მატჩია, რაც "იუნაიტედის" დამარცხებას ვერ ახერხებს. 4 წაგება და 2 ფრე მერსისაიდელთა ანგარიშზე.

ციტატები

უეინ რუნი: "მე "ლივერპულის" სიძულვილით გავიზარდე."

სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული "ლივერპულის" დამხობაა. შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."

სტივენ ჯერარდი: "შესაძლოა "ელ კლასიკო" უკეთესია, მაგრამ ჩემთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩია, რადგან პრემიერ ლიგა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, ხოლო ეს ორი კლუბი ყველაზე წარმატებული."

გარი ნევილი: "ადრე ვამბობდი, რომ "ლივერპული" მძულდა და მას შემდეგ მართლაც არაფერი შეცვლილა, ეს გრძნობა სიძულვილზე მეტია."

რაიან გიგზი: "ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეხვედრა ინგლისში და მთელი ევროპის მასშტაბით. ჩვენ "ლივერპულთან" მარცხი უფრო გვიმძიმს, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობა."

რიო ფერდინანდი 2006 წელს უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის შესახებ: "ეს დიდებული დაპირისპირებაა. ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან, რადგან 80-ან წლებში წარმატებულები იყვნენ, შემდეგ "იუნაიტედი" დაეწია მათ. ამიტომ, როცა "სტრეტფორდ ენდის" წინ ასეთ დროს გავიტანე გოლი, უბრალოდ ავფეთქდი მღელვარებისგან. ასეთი ემოციები არ უნდა დაგავიწყდეს, ისინი ხომ მდიდარ ადამიანად გაქცევს."

სტივენ ჯერარდი: "ჩემს მეგობარს ბრაიან რობსონის მაისური ჰქონდა. ფეხბურთს ვთამაშობდით და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა რობოს მაისურის ჩაცმა. მამაჩემი გაცოფდა, როცა ეს დაინახა. არ უნდოდა იმის ხილვა, თუ როგორ უშვებდა მისი შვილი ჯერარდების გვარს კანალიზაციაში."

გარი ნევილი: "მეზიზღება "ლივერპული", მეზიზღება სკაუზერები, მეზიზღება ყველაფერი, რაც მათთან არის დაკავშირებული!"
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaze magrad imena garis ezizgeboda))❤️
0
№2
ავტორი: Svanchester
13 ოქტომბერი 2017 15:49
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
გიგზიი :) მაგათთან მარცხს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობა გვირჩევნიაოო :)
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2017 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნევილი დაჭრის ვირაცას wink ასეც არ შეიძლება :D
0
№4
ავტორი: SAF
13 ოქტომბერი 2017 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
გარი ნევილი: ეს გრძნობა სიძულვილზე მეტია.

გიჟია ეს lol lol lol სულით წითელი likeaboss

trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№5
ავტორი: gache1991
13 ოქტომბერი 2017 17:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Gigzi ra cenzura adamianic Ari is gamonatqvami aq.wyals waugia magis golebic da asistebic....me mapatiet mara tundac jerardis gverdze magis komentari at unda iyos..
0
№6
ავტორი: Lasha.G
14 ოქტომბერი 2017 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Gache1991
გეხვეწებნი.ამიხენი რა არის აქ ისეთი ნათქვამი? რამდენი ხანია მანჩესტერს ბალეიშიკობ?
ალბათ რთული მისახვედრია მარა სკაუზერებთან წაგებას მართლა ფინალი წააგო ჯობია))
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
14 ოქტომბერი 2017 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კი ვაღიარებ ერთ დროს იყო ლივერპულის ეპოქა და გაქრა და გამქრალია დღემდე ვერც კლოპმა ვერ უშველა და ვერც ვერავინნ.. მოვიდა ფერგი ჩაუდგა სათავაშე და მერე მეყოლა ვარდივით ლივერპული დაუაბგონა და გაასწროოო კიდეც ამიტო დაიმახსოვრეთ ინგლისო ჯერჯერობით მთავარი შEფი მანჩესტერია ინგლისის და რო შეხვდებით ვინც გინდათ ის იყავით ინგლისიდან გათრევთ ჯეკა ძაღლივით .. და რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს ზერო ხართ უბრალოთ ლივერპულო
0
№8
ავტორი: zuranodiko
14 ოქტომბერი 2017 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ფერგის სიტყვები ჩემი ოცნება არის წყეულ ლიველპულს გადავასწრაო და გადაასწრო გიდეც და რუნის სიტყვები ლიველპულის სიძულვილით გავიზარდეო ასე რომ ლიველპული ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი დაუძინებელი მტერი და დგეს რაც შეეხება 0 3 არის ანგარიში
0
№9
ავტორი: stepno
14 ოქტომბერი 2017 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
gariii imenaa gijiaa :)))
0
№10
ავტორი: ibra777
15 დეკემბერი 2017 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ძალიან საინტერესო ფაქტები იყო, მადლობა>
აქ ყველა ონლაინ სესხი არის შედარებული, თუ დაინტერესდებით ნახეთ - swrafi sesxebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top