თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2017, 23:23
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1510,
კომენტარები: 10
"იუნაიტედს" მოურინიოსთან ახალი კონტრაქტი სურს
მოურინიოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
"წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელები, მზად არიან ჟოზე მოურინიოსთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად. როგორც ბრიტანული გამომცემლობა The Sun-ი იუწყება, ჟოზესთვის ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი მზადდება, რომელიც 5 წელს მოიცავს, რის შედეგადაც წითლების თავკაცი შეძლებს, საერთო ჯამში დაახლოებით 70 მილიონი ევროს გამომუშავებას.

რაც შეეხება ამჟამინდელ კონტრაქტს, ის მოურინიოს "იუნაიტედთან" 2019-წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მეორე სეზონს ატარებს გუნდში, მან "იუნაიტედში" ვან გაალი ჩაანაცვლა.

მოურინიომ შეძლო სადებიუტო სეზონშივე ისეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება, როგორიც ევროპა ლიგაა, რომელი ტიტულიც გუნდის ისტორიაში პირველია, გარდა ევროპა ლიგისა, მოურინიომ სადებიუტო სეზონში კიდევ 2 ტიტული მოიგო, FA Community Shield და ინგლისის ლიგის თასი.
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
12 ოქტომბერი 2017 23:30
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს ინფორმაცია ძალიან მესიამოვნა და იმედი მაქვს რომ სიმართლეს შეესაბამება, ძალიან მინდა რომ მოურინიოს ვინცკი ოდესმე გაუწვრთნია, რა ტიიტულიცკი ოდესმე მოუგია, ყველაზე დიდი მიღწევა მათ შორის მინდა რომ იუნაიტედში ქონდეს, მინდა იუნაიტედის შემადგენლობაში ყველა რეკორდი მოხსნას ყველა ტიტული მოიგოს რაცკი არსებობს, საოცარი სტარტია მისი სამწვრთნელო კარიერის იუნაიტედში პირველივე წელს 3 ტიტული უკვე ისტორიაში შევიდა მანჩესტერის ევროპა ლიგა პირველად მოაგებინა გუნდს, მინდა მოუ განაგრძო ისტორიის წერა და ფერგიუსონის მსგავსად გახდე იუნაიტედის ლეგენდა. გვჯერა შენი ვაქებ შენ სტარტს ამ ლამაზ მატჩებს რაც გვაჩუქე სეზონის დასაწყისში, სწორად მიდიხარ და ბოლომდე ესე გააგრძელე, შენ ფანების მხარდაჭერა გაქ, გუნდის უფროსების მხარდაჭერა გაქ, ფეხბურთელების მხარდაჭერა გაქ, ყველა გიჭერთ მხარს გვჯერა შენი წინ დიდი მიზნებისკენ, მანჩესტერო მიყვარხარ..
1
№2
ავტორი: dzia_David
12 ოქტომბერი 2017 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
რატომღაც მგონია რომ ჟოზესაც გრძელვადიანი გეგმები აქვს მანჩესტერთან დაკავშირებით. თავისიი სამწვრთნელო კარიერის ბოლო გაჩერებაა, თავისი სახელის დატოვება ოქროს ასოებით, ახალი მანჩესტერული ეპოქის შექმნაა.. ჟოზეე 5 წელზე მეტიც დარჩება ჩვენთან და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს ტიტულების მოგებით. მარა სუ რო დღესვეე წავიდეს გუნდიდან ეს ის მანჩესტერი აღარ იქნებაა, ამოიყვანაა გუნდი რეალურად ჭაობიდან და გამოაცოცხლა ისევ ყველაფერი, ის ბაზა შექმნაა რომლითაც უკვეე ბევრი სხვა მწვრთნელიც შეძლებს წარმატების მიღწევას. რეალის ბალეშიკები ბევრი აგინებს ხოლმე ისე ამას და დღემდე არ მესმის რატოო... გუნდი მერვედფინალებს რო ვერ ცდებოდა ხოლმე ამის მისვლამდე. მარა ამისმა გატარებულმა რეფორმებმა გუნდზეე ისე იმოქმედა რო მერეე სხვა მწვრთნელის ხელში სულ პატარაა როტაციეებით შეეძლოთ უკვე წარმატების მიღწევა.
0
№3
ავტორი: men1me
12 ოქტომბერი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ჯერ კიდე პორტუთი რო მოგვიგო მაშინ მინდოდა მოუ მენახა მანიუში ფერგის მერე.მიდი მოუ მჯერა შენი და გაფასებ,მინდა მანიუს ლეგენდა გახდე
0
№4
ავტორი: giorgiginturi
12 ოქტომბერი 2017 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: Svanski
ეს ინფორმაცია ძალიან მესიამოვნა და იმედი მაქვს რომ სიმართლეს შეესაბამება, ძალიან მინდა რომ მოურინიოს ვინცკი ოდესმე გაუწვრთნია, რა ტიიტულიცკი ოდესმე მოუგია, ყველაზე დიდი მიღწევა მათ შორის მინდა რომ იუნაიტედში ქონდეს, მინდა იუნაიტედის შემადგენლობაში ყველა რეკორდი მოხსნას ყველა ტიტული მოიგოს რაცკი არსებობს, საოცარი სტარტია მისი სამწვრთნელო კარიერის იუნაიტედში პირველივე წელს 3 ტიტული უკვე ისტორიაში შევიდა მანჩესტერის ევროპა ლიგა პირველად მოაგებინა გუნდს, მინდა მოუ განაგრძო ისტორიის წერა და ფერგიუსონის მსგავსად გახდე იუნაიტედის ლეგენდა. გვჯერა შენი ვაქებ შენ სტარტს ამ ლამაზ მატჩებს რაც გვაჩუქე სეზონის დასაწყისში, სწორად მიდიხარ და ბოლომდე ესე გააგრძელე, შენ ფანების მხარდაჭერა გაქ, გუნდის უფროსების მხარდაჭერა გაქ, ფეხბურთელების მხარდაჭერა გაქ, ყველა გიჭერთ მხარს გვჯერა შენი წინ დიდი მიზნებისკენ, მანჩესტერო მიყვარხარ..

და იმედია ევროპა ლიგას აღარაოსოდეს მოვიგებთ. wink
ჟოზე ფენომენია უდაოდ, ფერგის შემდეგ........ ძალიან მაგარია და ამას მთელი ბრიტანეთი აღიარებს..
ერთი რაც გვსურს აქ დარჩეს მინიმუმ 15 წელი wink მერე აღარც თვითონ მოისურვებს წასვლას wink
0
№5
ავტორი: Svanchester
13 ოქტომბერი 2017 00:05
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: giorgiginturi

იმედია :). უბრალოდ ასწორებს იეთი ტიტულის მოგებაც რომელიც გუნდს არასდროს მოუგია.
0
№6
ავტორი: Phil Jones
13 ოქტომბერი 2017 00:14
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სახლი იყიდა უკვე მანჩესტერში თუ იცით? თუ კიდე სასტუმროში ცხოვორბს ))
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
13 ოქტომბერი 2017 00:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: dzia_David
რეალის ბალეშიკები ბევრი აგინებს ხოლმე ისე ამას და დღემდე არ მესმის რატოო... გუნდი მერვედფინალებს რო ვერ ცდებოდა ხოლმე ამის მისვლამდე. მარა ამისმა გატარებულმა რეფორმებმა გუნდზეე ისე იმოქმედა რო მერეე სხვა მწვრთნელის ხელში სულ პატარაა როტაციეებით შეეძლოთ უკვე წარმატების მიღწევა.

გეთანხმები ძმა.რეალის გულშემატკივრებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ზოგადად ეს დამოკიდებულება თან იმის ფონზე როცა ჩელსი რომელიც არაფერი არ იყო მოუმ გრანდად აქცია და პრეტენზიები რო გაუჩნდათ რა გაუკეთეს იქ ჩასულ მანჩეს თავკაცის რანგში: ავტობუსი აქ დააყენეო ადგილი რო გამოუყვეს ვითომ ამ ავტობუსით მოაგებინა ახლა სულ რაც მოიგო ჩელსმა. მოკლედ არ დამავიწყდება ბარსას ჰეგემონიის პერიოდში როცა მისი მომგები არავინ იყო ერთადერთი გუნდი ზუსტად მოუს რეალი იყო ჩემპიონობა რო წაართვა და სარეკორდო 100ქულა დადო იმ სეზონში. მე სულ ვამბობდი მოუ იმ ფეხბურთს თამაშობს რა რესურსიც ყავს ფეხბურთელების სახით. აბა პორტო და ინტერით ლიგა როგორ უნდა მოიგო თუ ნახევრად ავტობუსი არ ჩააყენე და კონტრ შეტევაზე არ ითამაშე.ადგეს ნებისმიერი მწვრთნელი თუნდაც გვარდიოლა რომელსაც არიქა და ფენომენიაო რო კითხო ბევრს და გინდა პორტოთი და გინდა ინტერით ნახევარფინალში გავიდეს როგორი თამაშის სტილითაც უნდა იმით.ვერ იზამს ვერცერთი ტრენერი მოუს გარდა იმიტო რო პრაგმატიკოსია და კიდია რას იტყვიან სხვები მთავარი მისთვის შედეგია და ამითაა განსაკუთრებული.გამარჯვებულებს არ სჯიანო როა ნათქვამი და კიდე მაკიაველის უკვდავი ფრაზა "მიზანი ამართლებს საშუალებას" აი მოუზეა ნათქვამი.გვარდიოლა ყველგან სადაც მივიდა აწყობილი გუნდი დახვდა.ბარსაში რაიკარდის დალაგებული შემადგენლობა დახვდა უბრალოდ განსხვავება ის იყო რო მესი მესიდ ჩამოყალიბდა და ხავი კიდე კარიერის პიკში შევიდა.დროის და ადგილის თანხვედრა იყო და სულ ვუძახოდი გვარდიოლას "ფეოლას".ქართულ ფილმში როა მოვიგეთ ფეოლაო და "გაგიჭირდებოდათო" რო ეუბნება იპოლიტე ხვიჩია ზუსტად ასე იყო ის ბარსა. მერე ბაიერნში წავიდა და ტიკი ტაკა მოუნდომა გერმანელებს და ჩაისვარა მერე მიხვდა აქ არ ივარგებსო და შეცვალა სტილი მარა რაც მისი არ იყო არც არაფერი გამოუვიდა. მერე სიტიში ისიც აწყობილ გუნდში გადავიდა და რა ქნა საქმე საქმეზე რო მიდგეს და არც არაფერი და დარწმუნებული ვარ ვერც ვერაფერს ვერ იზამს იმიტო რო ეს კაცი არის ფეოლა. შეიძლება შემედავოთ მაგრამ აქვე ვიტყვი მესიზეც: უდავოდ არის ყველა დროის მართლაცდა საუკეთესო ფეხბურთელი მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის ნახევარი იქნებოდა პრემიერ ლიგაში რო თამაშობდეს. შეიძლებოდა საერთოდ კარიერა დანგრეოდა აქაური ხისტი თამაშით აკიდებული ტრამვების გამო.ძლიერია ფიზიკურად მყარად დგას მაგრამ პრემიერ ლიგაში რაც არ უნდა მყარად იდგე ამას რთული გრაფიკი და კონკურენტული გუნდები რო ემატება პირმერასგან გასნხვავებით ყველა ვერ ქაჩავს.აი მესი თუ პრემიერ ლიგას გაქაჩავდა პირველი ვიყვირებდი რო ამაზე დიდი არ დაბადებულა არავინთქო
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 ოქტომბერი 2017 00:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ღვაწლს არავინ დაუკარგავს როცა საჭირო იქნება გაუხანგრძლივებნ
0
№9
ავტორი: ikeoni
13 ოქტომბერი 2017 12:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian kargii da imedia moawers xels Tu simartlea❤️
0
№10
ავტორი: stepno
13 ოქტომბერი 2017 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამას ლაპარაკიც ხოარ უნდა რომ ჯოზემ კიდე ბევრი წელი უნდა იმუშავოს მანუში მინიმუმ 10-15
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top