როგორც ჩანს, სატრანსფერო ციებ ცხელებისთვის "იუნაიტედი" სერიოზულად ემზადება, ამჯერად მათ ინტერესთა სფეროში, "ბარსელონას" ნიჭიერი ნახევარმცველი მოექცა, სერჟიმ აშკარად მიიქცია წითლების თავკაცის, მოურნიოს ყურადღება და ის ჟოზეს პირადი სამიზნეა სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე.
როგორც ამბობენ, ჟოზე სერხის ნიჭიერების გულშემატკივარია, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში რობერტო "ბარსელონას" ერთ ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეუძლია ნებისმიერი გუნდისათვის სარგებლის მოტანა. რაც შეეხება მისი კონტრაქტის გამოსასყიდ თანხას, ის 36 მილიონს შეადგენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა "ბარსელონა" მას ასე ადვილად შეეგუოს. რაც შეეხება მის შედეგიანობას წლევანდელ სეზონში, მას ლა ლიგაში, საკუთარ აქტივში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა აქვს ჩაწერილი.
ესპანური გამოცემის Don Balon-ის ცნობით, ჟოზე მოურინიო 25 წლის ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია. "ბარსელონას" შემადგენლობაში ესპანელმა უკვე შეძლო მნიშვნელოვანი ტიტულების მოპოვება, ქვეყნის ჩემპიონატის ერთხელ, ხოლო ჩემპონთა ლიგის ორჯერ.