თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2017, 22:18
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2206,
კომენტარები: 6
დე ხეა ოქროს ბურთის ნომინაციაზე წარადგინეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე არის წარდგენილი.
დე ხეა ოქროს ბურთის ნომინაციაზე წარადგინეს
France Football-მა დაასახელა ყველა ფეხბურთელი, რომელთაც წლის მთავარი ჯილდოს მიღებაზე ექნებათ პრეტენზია და რომელთა შორის ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი და კრიშტიანუ რონალდუც არიან, რა თქმა უნდა.

30-კაციან სიაში ასევე "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეაც მოხვდა, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო. პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 26 წლის მეკარემ 6-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

პრემიერ ლიგის გუნდებიდან ყველაზე მეტი ოქროს ბურთი სწორედ "იუნაიტედის" შემადგენლობაში სხვადასხვა დროს მოთამაშე ოთხ ფეხბურთელს, დენის ლოუს, სერ ბობი ჩარლტონს, ჯორჯ ბესტსა და კრიშტიანუ რონალდუს აქვთ.

ნომინაციაზე წარდგენილი 30 ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება: ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია), პაულო დიბალა ("იუვენტუსი", იტალია), მარსელო ("რეალი", ბრაზილია), ნგოლო კანტე ("ჩელსი", საფრანგეთი), ლუის სუარესი ("ბარსელონა", ურუგვაი), სერხიო რამოსი ("რეალი" ესპანეთი), იან ობლაკი ("ატლეტიკო", სლოვენია), ფილიპე კოუტინიო ("ლივერპული", ბრაზილია), დრის მერტენსი ("ნაპოლი", ბელგია), კევინ დე ბრუინი ("სიტი", ბელგია), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთი), დავიდ დე ხეა ("მანჩესტერი", ესპანეთი), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ედინ ჯეკო ("რომა", ბოსნია), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო", საფრანგეთი), ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია), სადიო მანე ("ლივერპული", სენეგალი), რადამელ ფალკაო ("მონაკო", კოლუმბია), ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დორტმუნდი", გაბონი), ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი), მატს ჰუმელსი ("ბაიერნი", გერმანია), ქარიმ ბენზემა ("რეალი", საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია), ედენ აზარი ("ჩელსი", ბელგია), ლეონარდო ბონუჩი ("მილანი", იტალია), ისკო ("რეალი", ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი).
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 ოქტომბერი 2017 22:20
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
წარმატებები დე ხეაას, გამიხარდებოდა რეშფორდი მარსიალი პოგბა რომ წარედგინათ მაგრამ იმედია დე ხეა ისტორიას დაწერს და პირველი მეკარე გახდება იუნაიტედის შემადგენლობაში ვინც ამ ჯილდოს მოიგებს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 ოქტომბერი 2017 22:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე კარგია რო წარადგინეს, შანსი რამდენად აქვს ისედაც ყველა ვხვდებით
0
№3
ავტორი: abrama
9 ოქტომბერი 2017 22:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
პოგბა რატომ არ წარადგინეს მაგ სირრბმა არ მესმის. ბოლო ბოლო ევროპა ლიგის საუკეთესოფეხბურთელი გახდა.
0
№4
ავტორი: ikeoni
9 ოქტომბერი 2017 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
დავითა მაგარი გვყავს love
0
№5
ავტორი: Phil Jones
10 ოქტომბერი 2017 02:00
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
პოგბა უნდა ყოფილიყო აუცილებლად, მაგრამ მე მაწყობს რომ არაა, იმიტომ რომ რაც არ უნდა კაი სეზონი ჰქონოდა მე მინიმუმ 2ჯერ მეტს ველი ეს ერთი. ეხლა რაც შეეხება დე ხეას, ის ნამდვილად საუკეთესოა და ასე თუ გააგრძელა კიდევ 10 წელი, მერე ნამდვილად ექნება პრეტენზია ყველა დროის საუკეთესოებაზეც.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ დაჯილდოებას აუცილებლად რონალდო მოიგებს ისევ.
0
№6
ავტორი: stepno
11 ოქტომბერი 2017 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წარმატებები ჩვენ გოლკიპერს love love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top