თბილისი:
მანჩესტერი:
9-10-2017, 20:02
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 9
რუნი: "მსოფლიო ჩემპიონის მედლისთვის ყველა ჩემს მიღწევას დავთმობდი"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა უეინ რუნი, რომელმაც წელს კლუბი გამოიცვალა და მშობლიურ "ევერტონში" გადაბარგდა, ემოციურ განცხადებას ავრცელებს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა უეინ რუნი, რომელმაც წელს კლუბი გამოიცვალა და მშობლიურ "ევერტონში" გადაბარგდა, ემოციურ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, აღნიშნავს თუ რაოდენ დიდი ბედნიერებაა, იყო მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში და ისურვებდა, რომ სერ ბობი ჩარლტონის მსგავსად, რომელმაც ეს ტიტული ინგლისთან ერთად 1966 წელს მოიგო, ჰქონოდა მასაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დიდებულ ფეხბურთელმა ეს ვერ შეძლო, სავარაუდოდ რუნის ოცნება ოცნებად დარჩება, გამომდინარე იქიდან, რომ მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა.

რაც შეეხება ჩარლტონის საკლუბო რეკორდს, რომლის თანახმადაც ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო მეგოლე იყო 249 გატანილი გოლით, რუნის თავის დამშვიდება მხოლოდ ამით შეუძლია, რომ მან ახალი ისტორია დაწერა და ჩარლტონის ეს რეკორდი მიითვისა.

"სერ ბობი ჩარლტონი უდიდესი ფეხბურთელი იყო და ის ყოველთვის ლეგენდად დარეჩება. მე ვამაყობ იმით, რომ შევძელი ლეგენდარული ფეხბურთელის რეკორდის მოხსნა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებებში, ეს ჩემთვის დიდი პატივია, როდესაც ეს შევძელი, ბობი ჩარლტონი ამით მოხარული იყო.

მინდა აღვნიშნო და მკაფიოდ განვაცხადო, რომ სერ ბობი ჩარლტონი უბედნიერესია, რადგან მის მიღწევებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ამშვენებს, ის რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი და მიუღწეველ ოცნებად დამრჩა, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნებისმიერ ჩემს რეკორდს, ნებისმიერ ჩემს წარმატებას დავთმობდი ამ მედლის სანაცვლოდ".


რუნის სანაკრებო კარიერა დასრულებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში გაიმართება, ის ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
9 ოქტომბერი 2017 20:13
  • სიახლეები: 2774
  • კომენტარები: 3861
რუნიშეე ეს ტიტული როგორ ვერ მოიგეთ მთელ ინგლისმაა,რა შემადგენლობები გყავდათ ოქროს ხანა იყო როდესაც ბრწყინავდით შენ სქოულზი ლამპარდი ოუენი ჯერარდი,და ტიტულის დადება ვერ შეძლო ამ თაობამ რა მაგრათ მწყდება გულიი,,ეხლა რეშფორდს და კეინს უნდა ვეხვეწო რომ ტიტული დადონ :)
1
№2
ავტორი: ikeoni
9 ოქტომბერი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
დღემდე ვერ ვიჯერებ როგორ ვერ მოახერხა მაგ ნაკრებმა ვერაფერიი:(((
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
9 ოქტომბერი 2017 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმ თაობას უნდა მოეგო რამე, ახლანდელი გაცილებით სუსტია
0
№4
ავტორი: giorgi1993
9 ოქტომბერი 2017 21:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
inglis sul magari sastavi yavs da magrad uwirs msoplioze tamashi da dzan guldasawyvetia egti nakrebi ROM ver agwevs verapels.
0
№5
ავტორი: levionok
9 ოქტომბერი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
sautgeitis mogenuli tituli ar gaishvas,ar mesmis rato andes mdoplio chempionati am kacs,inglis rac ar yavda mtel am taobebshi es mwvrtnelia eriksoni kapelo hojsoni rednapi axla es geniosi kide
0
№6
ავტორი: Phil Jones
10 ოქტომბერი 2017 02:04
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმედს არ ვკარგავ რომ შეიძლება დაუბრუნდეს, საუთგეიტზე დიდი ავტორიტეტი რუნია ნაკრებში და თუ არა მაშინ მომიწევს საფრანგეთს ვუგულშემატკივრო დაგროვდნენ მანჩესტერელები და გრიზმანიც თუ მოვა ინგლისის ნაკრებზე მეტი ფეხბურთელი მანდ გვეყოლება და ინგლისის ნაკრებზე კიდე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, თუმცა ვიცი გულის სიღრმეში მაინც ინგლისი იქნება ჩემი ფავორიტი ))
0
№7
ავტორი: WeAreUnited
10 ოქტომბერი 2017 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: Phil Jones
იმედს არ ვკარგავ რომ შეიძლება დაუბრუნდეს, საუთგეიტზე დიდი ავტორიტეტი რუნია ნაკრებში და თუ არა მაშინ მომიწევს საფრანგეთს ვუგულშემატკივრო დაგროვდნენ მანჩესტერელები და გრიზმანიც თუ მოვა ინგლისის ნაკრებზე მეტი ფეხბურთელი მანდ გვეყოლება და ინგლისის ნაკრებზე კიდე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, თუმცა ვიცი გულის სიღრმეში მაინც ინგლისი იქნება ჩემი ფავორიტი ))


ინგლისის ვგულშემატკივრობ ყოველთვის მაგრამ შენი არ იყოს თუ გრიზუც დავითრიეთ თან მაგრად მესიმპატიურება ისედაც საფრანგეთის ნაკრები მაგათ თამაშებსაც ჩაუჯდები მსოფლიოზე :)
0
№8
ავტორი: stepno
10 ოქტომბერი 2017 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
eeh ras izaav :-(((
0
№9
11 ოქტომბერი 2017 07:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: Phil Jones
იმედს არ ვკარგავ რომ შეიძლება დაუბრუნდეს, საუთგეიტზე დიდი ავტორიტეტი რუნია ნაკრებში და თუ არა მაშინ მომიწევს საფრანგეთს ვუგულშემატკივრო დაგროვდნენ მანჩესტერელები და გრიზმანიც თუ მოვა ინგლისის ნაკრებზე მეტი ფეხბურთელი მანდ გვეყოლება და ინგლისის ნაკრებზე კიდე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, თუმცა ვიცი გულის სიღრმეში მაინც ინგლისი იქნება ჩემი ფავორიტი ))

მეც ეგრე ვარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top