თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2017, 18:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2557,
კომენტარები: 24
პსჟ-ს დე ხეა სურს
მომავალ ზაფხულს ფრანგული გრანდი ტოპ კლასის მეკარის დამატებას შეეცდება.
პსჟ-ს დე ხეა სურს
სპორტული გამომცემლობა Le10 Sport-ი იუწყება, რომ მომავალ ზაფხულს პსჟ-ს გეგმებში ორი მეკარე შედის, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი, დავიდ დე ხეა და "ატლეტიკოს" მეკარე, იან ობლაკი, რომელსაც კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს მადრიდულ კლუბთან, ხოლო ყიდვის შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტ, ნასერ-ალ ხელაიფის, სლოვენიელ მეკარეში, გამოსასყიდი თანხის 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება დავიდ დე ხეას, მას კონტრაქტის თანახმად "იუნაიტედში" 2019-წლამდე მოუწევს ყოფნა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანელი მეკარის კონტრაქტს კომპენსაციის ოდენობა არ გააჩნია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტში მითითებულ დრომდე ის "იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.

წყაროს ცნობით, პარიზული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ, უკვე შეატყობინა აგენტ ჟორჟე მენდეშს დე ხეას შესახებ და განაცხადა, რომ გარიგება შესაძლოა შედგეს.
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 ოქტომბერი 2017 18:39
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
რეალში არ გადავიდა დე ხეა და სწორედ რომ პსჟ ში გადავა,არარეალური მგონია ეს ტრანსფერი
0
№2
ავტორი: IBRA-KADABRA
8 ოქტომბერი 2017 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
lol facepalm ahahaha
0
№3
ავტორი: Phil Jones
8 ოქტომბერი 2017 19:12
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
wink
0
№4
ავტორი: jiqo
8 ოქტომბერი 2017 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ამათ თავი გრანდი ხო არ გონიათ..? დე ხეა რეალში არ წავიდა და ბაყაყიჭამიებთან გადავა.. wink
0
№5
ავტორი: ikeoni
8 ოქტომბერი 2017 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ამ საცოდავებს უყურეთ რაა კიარ იციან 3 წლიანი პროექტი რო აქვთ wink wink რა გემოვნება აქვს ჯიგრებს wink
0
№6
ავტორი: Tyeshela
8 ოქტომბერი 2017 21:17
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ამათმა ნეიმარი და მბაპე იყიდეს და გონიათ ვსო მორჩენილია ყველაფერი :Ddd
0
№7
ავტორი: giorgiginturi
8 ოქტომბერი 2017 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ეხლა გამოვა ჟოსეფინა და იტყვის, ჩემს კუბოს უნდა გადააბიჯოთ, რომ დევიდი წაიყვანოთო wink
მაგათ ალბათ წყვლინტიანი მბაპე გონიათ, ან ის ბრაზილიელი პიჟონი (უნახავმა რა ნახაო) wink
,,დღეს აღარაფერია დაჯერებელი,, მაგრამ უბრალოდ ადამიანმა და მითუმეტეს ამხელა დონის მოთამაშემ, რატომ უნდა ითამაშო საფრანგეთის ლიგაში. თუ საერთოდ ქვია ლიგა და საერთოდ ჩემპიონატი. wink
ვაიმე ღმერთოოოოო......... დაიღალა ესპანური პრესა უკვე?? wink ამათი ჯერი დადგა......... belay
0
№8
ავტორი: PaLoMo
8 ოქტომბერი 2017 21:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
haee rogorc ko wavikitxe saauri gulianad gamecimaa hahahahhaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: gache1991
8 ოქტომბერი 2017 21:39
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Amat feirpleis iseti problemebi eqnebat dexea ki Ara imdens dayidian tavis igrokebs ro..ase rom 0%
0
№10
ავტორი: Methadon
8 ოქტომბერი 2017 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
არარეალური ეს ტრანსფერი სულაც არ არის, ნებისმიერი გუნდი გაყიდის 100 მილიონას მეკარეს და ვერც იმას იტყვი, რომ მანჩესტერს გუდის ლიდერი ჯერ არ გაუყიდიაო... რეალს რომ ამდენი გადაეხადა თავის დროზე ვან გაალიც გაყიდიდა და დევიდის დიდი პატივისცემის მიუხედავად არამგონია ის ამ წინადადებით არ მოიხიბლოს. დეხეას ისე უნდა კარიერის მანჩესტერში დასრულება როგორც რონადოს უნდოდა თავის დროზე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top